пятница, 21 июня 2013 г.

მცენარეები

ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Anacamptis Rich.
სახეობა: A. pyramidalis (L.) Rich.





სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია.
მნიშვნელობა. სამკურნალო მცენარეა.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებში, მდელოებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. გვხვდება იშვიათად, მცირე ჯგუფებად.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ტუბერითაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. მისი ტუბერებიდან ამზადებენ „სალეპს“, იღებენ თაიგულებისათვის, ასევე მცირდება თიბვის გამო.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით NT - გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L - დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. სასურველია კულტივირება და გამრავლება.







ოჯახი: Leguminosae
გვარი: Astragalus L.
სახეობა: A. Schischkinii Grossh. – შიშკინის ასტრაგალი


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
მნიშვნელობა. აღმ. საქართველოს იშვიათი ენდემური მცენარეა. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში არავის შეუგროვებია.
გავრცელება. ქართლი, თრიალეთი: მანგლისი, კოჯორი.
ადგილსამყოფელი. იზრდება ქვიან ადგილებში.
მდგომარეობა. გვხვდება იშვიათად.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. უსისტემო ძოვება.
არის თუ არა დაცული. ცნობები არ მოიპოვება.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. ბუნებრივი ადგილსამყოფელი უნდა გამოცხადდეს აღკვეთილად.

ოჯახი: Campanulaceae
გვარი: Campanula L.
სახეობა: C. armasica Char.
 – არმაზის მაჩიტა


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა დატოტვილი ფესვურითა და როზეტად გაწყობილი ფოთლებით.
მნიშვნელობა. აღმ. საქართველოს ენდემია. ფრიად დეკორატიული მცენარეა. რელიქტური სახეობაა და მნიშვნელოვანია კავკასიის ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. მცხეთის მიდამოები (არმაზი), მანგლისი (ობოლი კლდე), თრიალეთი (ბირთვისი).
ადგილსამყოფელი. იზრდება ჯგუფურად, კლდოვან ადგილებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში.
მდგომარეობა. გვხვდება ძალზე იშვიათად მცირე პოპულაციების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს და ნაყოფობს მაისში.
შემცირების მიზეზი. შეიძლება განადგურდეს პოპულაციების სიმცირისა და ადგილსამყოფელის პირობების დარღვევის გამო.
არის თუ არა დაცული. სპეციალური ღონისძიებები შემუშავებული არ არის.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. სასურველია კულტივირება და გამრავლება.

ოჯახი: Celtidaceae
გვარი: Celtis L.
სახეობა: C. glabrata Stev. – შიშველი აკაკი



სასიცოცხლო ფორმა. 3-5 მ-მდე სიმაღლის ხეა ან უფრო ხშირად ბუჩქი.
მნიშვნელობა. გვალვაგამძლე, სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა. მნიშვნელობა ქვს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. გავრცელებულია ფრაგმენტულად აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში. საქართველოს გარეთ გვხვდება წინა აზიაში და აღმ. ამიერკავკასიის რაიონებში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მშრალ ადგილებსა და ქვიან ფერდობებზე, გამოფიტულ ნიადაგებზე მთის ქვედა და შუა სარტყელში. სამხრეთ საქართველოს მთის ქსეროფიტების ერთ-ერთი კომპონენტია.
მდგომარეობა. გვხვდება ერთეულად და პატარა ჯგუფების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს მარტ-აპრილში; ნაყოფობს სექტემბერ-ოქტომბერში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. გავრცელების არეალში საჭიროა მცირე აღკვეთილების გამოყოფა.

ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Cephalanthera Rich.
სახეობა: C. rubra (L.) Rich.





სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა (ვერტიკალური ფესურით). ღერო სწორია, მისი ზედა ნაწილი შებუსვილია.
მნიშვნელობა. გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით ტყის სარტყელში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტაიურადაც. ყვავილობს ივნისში, ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. როგორც ტყის სარტყელში გავრცელებული სახეობისთვის შემცირების ძირითადი მიზეზი ტყის გაჩეხვაა, ასევე ექსტენსიური ძოვება, ბუნებაში მცენარეთა უკონტროლო შეგროვება და ა.შ.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შესულია ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, ასევე თესლის შენახვა თესლის ბანკებში.



ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Cephalanthera Rich.
სახეობა: C. longifolia (L.) Fritsch.



სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა (ჰორიზონტალური ფესურით). ღერო სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი.
გავრცელება. გვხვდება საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყელამდე, დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით ტყის სარტყელში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტაიურადაც. ყვავილობს მარტში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. ტყის გაჩეხვა, ექსტენსიური ძოვება, ბუნებაში მცენარეთა უკონტროლო შეგროვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შეტანილია აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, ასევე თესლის შენახვა თესლის ბანკებში.













ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Coeloglossum C. Hartm.
სახეობა: C. viride (L.) C. Hartm.



სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი ორადაა გაყოფილი. ღერო სწორია და შეფოთლილი.
მნიშვნელობა. ისევე როგორც ორქიდეების სხვა წარმომადგენლების ტუბერებიდან ამზადებენ „სალეპს“.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
მდგომარეობა. საქართველოში ხასიათდება ფართო გავრცელების არეალით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს და ნაყოფობს ივლისში. 
შემცირების მიზეზი. ექსტენსიური ძოვება, ბუნებაში მცენარეების უკონტროლო შეგროვება და სუბალპური მდელოების თიბვა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის CITES-ს დანართებში (Apendix II). შესულია აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი გამოცხადდეს აღკვეთილად.














ოჯახი: Corylaceae
გვარი: Corylus L.
სახეობა C. iberica Wittm.
 – ქართული თხილი




სასიცოცხლო ფორმა. 30-50 მ სიმაღლის ხეა.
მნიშვნელობა. კავკასიის ენდემური მცენარე და მესამეული პერიოდის რელიქტია; აქვს საუკეთესო ხარისხის მერქანი და ცხიმიანი ნაყოფი. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. აფხაზეთი, რაჭა ლეჩხუმი, ქართლი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, კახეთი, თრიალეთი (სოფ. ორბეთი, ალგეთის ხეობა – მანგლისი, თეთრიწყარო, გუდარეხის ხეობა, მდ. ქციის ხეობა – კლდეისის წყლის შესართავთან); იმიერკავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი.
ადგილსამყოფელი. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, მთის შუა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე.
მდგომარეობა. გვხვდება ერთეულად და ჯგუფურად.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს მარტში; ნაყოფობს აგვისტო –სექტემბერში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჩეხვა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა აღკვეთილების გამოყოფა, განსაკუთრებით მდ. ხრამის აუზში.




ოჯახი: Primulaceae
გვარი: Cyclamen L. 
სახეობა: 
C. vernum Sweet. - 
ყოჩივარდა



სასიცოცხლო ფორმა. ბალახოვანი, მრავალწლოვანი მცენარეა. მიწისზედა ღერო არა აქვს.
მნიშვნელობა. მისი ტუბერი გამოიყენება მედიცინაში, aამზადებენ ჰომეოპათიურ პრეპარატებს. ყოჩივარდას სახეობათა უმრავლესობა კულტურაშია დანერგილი, გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე.
გავრცელება. რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქართლი, კახეთი, თრიალეთი.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში, აგრეთვე ბუჩქნარებში და ღია ფერდობებზე
მდგომარეობა. საკმაოდ იშვიათია
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. გარემოს დაბინძურება, ნავთობ და გაზსადენების მშენებლობა, ბუნებაში მცენარეების უკონტროლო შეგროვება, სამკურნალო მიზნებისთვის მათი გამოყენება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II).
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა გაკონტროლდეს მცენარის მოპოვება. სასურველია მოხდეს მისი მოყვანა სპეც. მეურნეობებში, რის შემდეგაც მოხდება მისი ტუბერების სამკურნალო დანიშნულებით გამოყენება.


ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Dactylorhiza Necker ex Nevski.
სახეობა: D. amblyoloba (=Orchis amblyoloba; O. carthaliniae)
 – გუგულის კაბა


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია 2-4-ად. ღერო 25-60 სმ-მდე სიმაღლის.
მნიშვნელობა. დეკორატიულია, ამზადებენ თაიგულებს.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა და ქვედა, იშვიათად ზედა სარტყელის ტყეებში.
მდგომარეობა. იშვიათია.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში და ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. ექსტენსიური მოპოვება ბუნებრივ გარემოში, ტყეების გაჩეხვა და ზოგადად ადგილსამყოფელის დარღვევა, რის მიმართაც ძალიან მგრძნობიარენი არიან.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II).
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარეების მოპოვების გაკონტროლება, ასევე მათი მოყვანა ბოტანიკურ ბაღებში და შემდეგ ინტროდუქცია ბუნებრივ გარემოში.


ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Dactylorhiza Necker ex Nevski.
სახეობა: D. flavescens (C.Koch.) Holub.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია. ღერო 15-40 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. შემორჩენილია მცირე რაოდენობით, მის შენარჩუნებას, არა მარტო ადგილობრივი არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყლის ტყეებში, ველობებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. იშვიათია, ნაპოვნია მხოლოდ რამოდენიმე ადგილას.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს აპრილში, ნაყოფობს მაისში.
შემცირების მიზეზი. განიცდის კლიმატურ და ანთროპოგენული ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის  - CITES-ის დანართებში (Apendix II).
საქართველოს პასუხისმგებლობა. H - მაღალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი აღკვეთილად გამოცხადდეს, მოპოვებაზე საჭიროა კონტროლი.











ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Dactylorhiza Necker ex Nevski.
სახეობა: D. euxina (Nevski) Kzer.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია. ღერო 15-40 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება, ამიტომ მის შენარჩუნებას, არა მარტო ადგილობრივი არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება ალპურსა და სუბალპურ ტენიან მდელოებზე.
მდგომარეობა. საქართელოში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით მაღალ მთაში, თუმცა მისი კონსერვაცია მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში და ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო მოპოვება, ადგილსამყოფელის დარღვევა, ექსტენსიური ძოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით NT – გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. - მაღალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარის ბუნებრივ გარემოში მოპოვებაზე კონტროლის დაწესება, გავრცელების არეალის აღკვეთილად გამოცხადება.













ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Dactylorhiza Necker ex Nevski.
სახეობა: D. salina (Turcz. Ex Lindl.)


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია 3-4-ად. ღერო 15-40 სმ სიმაღლისაა.
მნიშვნელობა. მისი ცოცხალი კოლექციები (ისევე როგორც ორქიდეების სხვა წარმომადგენლების) მომავალში გამოყენებული იქნება მრავალი დანიშნულებით ტაქსონომისტების, ციტოლოგების, მოლეკულური ბიოლოგებისა და სხვათა მიერ.
გავრცელება. გურია, აჭარა, ქართლი, მესხეთი.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ტენიან მდელოებზე.
მდგომარეობა. გვხვდება მცირე რაოდენობით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში და ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. განიცდის კლიმატურ და ანთროპოგენული ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II).
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი გამოცხადდეს აღკვეთილად, საჭიროა კონტროლი მოპოვებაზე.




ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Dactylorhiza Necker ex Nevski.
სახეობა: D. urvilleana (Steud.) H. Baumann. & Kunkele


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია 2-4-ად. ღერო 25-40 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. შემორჩენილია მცირე რაოდენობით, მიტომ მის შენარჩუნებას, არა მარტო ადგილობრივი არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყფელი. იზრდება სუბალპურ მდელოებზე.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით მაღალ მთაში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივლისში და ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. განიცდის კლიმატურ და ანთროპოგენული ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას. რაც იწვევს მათი ჰაბიტატის რღვევას, რის მიმართაც საკმაოდ მგრძნობიარენი არიან.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). ესულია აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
საქართველოს პასუხისმგებლობა. H - მაღალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, ამისათვის საჭიროა შეიქმნას თესლის ბანკი. სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი გამოცხადდეს აღკვეთილად, მოპოვებაზე საჭიროა დაწესდეს კონტროლი.








ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Epipactis Zinn.
სახეობა: E. helleborine (L.) Krantz.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურებიანი მცენარეა. ღერო მაღალია, 30-100 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. მისი ცოცხალი კოლექციები (ისევე როგორც ზოგადად ორქიდეების სხვა წარმომადგენლების) მომავალში გამოყენებული იქნება მრავალი დანიშნულებით ტაქსონომისტების, ციტოლოგების, მოლეკულური ბიოლოგებისა და სხვათა მიერ.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ნათელ ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. ფართოდაა გავრცელებული.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო მოპოვება, ადგილსამყოფელის დარღვევა, ექსტენსიური ძოვება, ტყეების ჩეხვა (განსაკუთრებით არიდული ტყეებისა).
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე უნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით NT – გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, ამისათვის საჭიროა შეიქმნას თესლის ბანკი. სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი აღკვეთილად გამოცხადდეს, მოპოვებაზე საჭიროა კონტროლი.








ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Epipactis Zinn.
სახეობა: E. palustris (L.) Crantz.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა.
მნიშვნელობა. მისი ცოცხალი კოლექციები (ისევე როგორც ორქიდეების სხვა წარმომადგენლების) მომავალში გამოყენებული იქნება მრავალი დანიშნულებით ტაქსონომისტების, ციტოლოგების, მოლეკულური ბიოლოგებისა და სხვათა მიერ.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ჭაობიან და ტენიან დაჩრდილულ ადგილებზე.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით ტენიან აგილებში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში, ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. ბუნებაში მცენარეთა უკონტროლო მოპოვება ასევე ტყის გაჩეხვა, გარემოს დაბინძურება
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის CITES-ს დანართებში (Apendix II). შეტანილია აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში, სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი აღკვეთილად გამოცხადდეს, მოპოვებაზე საჭიროა კონტროლი.








ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Epipogium (=Epipogon) G. gmel. Ex Borkh.
სახეობა: E. aphyllum Sw.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურებიანი მცენარეა, საპროფიტია.
მნიშვნელობა. მისი ცოცხალი კოლექციები (ისევე როგორც ორქიდეების სხვა წარმომადგენლებისა) მომავალში გამოყენებული იქნება მრავალი დანიშნულებით ტაქსონომისტების, ციტოლოგების, მოლეკულური ბიოლოგებისა და სხვათა მიერ.
გავრცელება. აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, ქართლი, კახეთი, თრიალეთი, მესხეთი.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყლის დაბურულ ტყეებში.
მდგომარეობა. გვხვდება მცირე ჯგუფების სახით, დაჩრდილულ ადგილებში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში, ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. ადგილსამყოფელის რღვევა, ტყეების გაჩეხვა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). აგრეთვე შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა შეიქმნას თესლის ბანკი. სასურველია მათი გავრცელების ზოგიერთი ადგილი აღკვეთილად გამოცხადდეს, მოპოვებაზე საჭიროა დაწესდეს კონტროლი.




ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Goodyera R. br.
სახეობა: G. repens (L.) R. Br. - ტყის მრავალძარღვა


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ფესურა მხოხავია, დატოტვილი. ღერო 8-30 სმ სიმაღლისაა
მნიშვნელობა. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება სამკურნალო მიზნებისათვის.
გავრცელება. რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თრიალეთი.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყელიდან ზედა სარტყელამდე, შერეულსა და წიწვოვან ტყეებში, ასევე დაბურულ ტყეებში.
მდგომარეობა. გვხვდება იშვიათად.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში, ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. ტყეების გაჩეხვა, ადგილსამყოფელის დარღვევა, უკონტროლო მოპოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე უნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. ბუნებრივ გარემოში მის მოპოვებაზე კონტროლის დამყარება, ტყეების როგორც მათი ჰაბიტატის შენარჩუნება.






ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Gymnadenia R. Br.
სახეობა: G. conopsea (L.) R. Br.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი თათისებრდაყოფილია.
მნიშვნელობა. დეკორატიულია, ამიტომ ხშირად ხვდება ყვავილებით მოვაჭრეთა დახლებზე.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ზედა სარტყელიდან ალპურ სარტყელამდე ტენიან მდელოებსა და ველობებზე.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით მაღალ მთაში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს ივნისში, ნაყოფობს ივლისში.
შემცირების მიზეზი. მისი უკონტროლო მოპოვება, სუბალპური მდელოების თიბვა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა მოხდეს მათი გამრავლება ბოტანიკურ ბაღებში და შემდგომი ინტროდუქცია ბუნებრივ ჰაბიტატებში. მოპოვებაზე საჭიროა კონტროლი.














ოჯახი: Elaeagnaceae
გვარი: Hippophae L.
სახეობა: H. rhamnoides L. – ქაცვი



სასიცოცხლო ფორმა. ბუჩქია, ზოგჯერ 3 მ-მდე სიმაღლის.
მნიშვნელობა. გააჩნია მაგარი, მკვრივი და მძიმე მერქანი, რის გამოც გამოიყენება სადურგლო საქმეში. ნაყოფი გამოიყენება როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალო საშუალება. ასევე იყენებენ სისხლძარღვთა შევიწროვების დროს.
გავრცელება. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე.
მდგომარეობა. მდინარეთა და მის შენაკადთა ხეობებში ქმნის გაუალ ბუჩქნარს.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ფესვის ამონაყარით. ყვავილობს აპრილ-მაისში; ნაყოფობს ივლის-აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. ნადგურდება სარებისა და ჭიგოებისათვის, სამკურნალო მიზნებისათვის; აგრეთვე ჭალის ტყის შემცირების გამო.
არის თუ არა დაცული. არ არის დაცული; გამოყენებულია ცოცხალ ღობედ.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა გამოიყოს ნაკრძალი ან აღკვეთილი და დაცულ იქნეს როგორც ძვირფასი სამკურნალო მცენარე.


ოჯახი: Iridaceae
გვარი: Iris L.
სახეობა: I. iberica Hoffm - ქართული ზამბახი


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა.
მნიშვნელობა. დეკორატიულია; გამოიყენება სელექციაში, მნიშველობა აქვს გვარის ფარგლებში ჰიბრიდიზაციის პროცესების შესწავლისათვის.
გავრცელება. აღმ. მიერკავკასიის ენდემია. გავრცელებულია აღმ. საქართველოში, ქართლში (თბილისისა და რუსთავის მიდამოები, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის კალთები) მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში. საქართველოს ფარგლებს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში.
ადგილსამყოფელი. იზრდება ველებზე და მთისწინების ქსეროფილურ მცენარეულობაში, ავშნიან ნახევრადუდაბნოში.
მდგომარეობა. იზრდება ჯგუფებად.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ყვავილობს აპრილში.
შემცირების მიზეზი. მასობრივად ნადგურდება მოსახლეობის მიერ. ნადგურდება ასევე საქონლის ძოვებით.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). კულტივირებულია თბილისისა და ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღებში.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა სრული დაცვა, თბილისისა და რუსთავის შემოგარენში საქონლის ძოვების აკრძალვა, შეგროვებაზე ლიცენზიის შემოღება, აღკვეთილის გამოყოფა.

ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Limodorum Boehm.
სახეობა: L. abortivum (L.) Sw.



სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა, საპროფიტია. ღერო მაღალია, 40-85 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. დეკორატიულია.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება ტყის ქვედა სარტყელის ტყეებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. გვხვდება მცირე ჯგუფების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს აპრილში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. ადგილსამყოფელის დარღვევა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია  გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). ასევე შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მოპოვების გაკონტროლება ბუნებრივ გარემოში. მისი ბუნებრივი ჰაბიტატის დაცვა.



ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Listera R. Br.
სახეობა: L. ovata (L.) R. Br.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა. ღერო მაღალია, 30-60 სმ სიმაღლის.
მიშვნელობა. დეკორატიული მცენარეა.
გავრცელებული. აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, ქართლი, კახეთი, თრიალეთი, მესხეთი.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ქვედა სარტყელამდე ტენიან მდელოებზე, შერეული ტყეების ველობებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრბით მდელოებზე.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ტუბერებითაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. ექსტენსიური ძოვება, ბუნებაში მცენარეთა უკონტროლო მოპოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). აგრეთვე შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. L – დაბალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა მათი გავრცელების ადგილების აღკვეთილად გამოცხადება, ასევე თესლის ბანკის შექმნა.



ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Orchis L.
სახეობა: O. coriophora L.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი ბურთისებრია ან მოგრძო. ღერო 15-50 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. აღნიშნული გვარის ყველა წარმომადგენლის გამხმარი ტუბერები „სალეპის“ სახელწოდებით, გამოიყენება მედიცინაში. იგი შეიცავს სახამებელს, ცილოვან ნივთიერებებსა და შაქარს. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნაოდ. გარდა ამისა მცენარე დეკორატიულია.
გავრცელება. აფხაზეთი, იმერეთი, აჭარა, შიდა ქართლი, თრიალეთი, ქვემო ქართლი.
ადგილსამყფელი. იზრდება მთის შუა სარტყელამდე, ტენიან მდელოებსა და ბუჩქნარებში.
მდგომარეობა. გვხვდება იშვიათად.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტაიურადაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. მცენარის ინტენსიური მოპოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). აგრეთვე შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. M – საშუალო.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარის მოპოვებაზე კონტროლის დამყარება, მეურნეობების შექმნა სადაც მოყვანილი მცენარეები გამოყენებული იქნება, როგორც სამკურნალო, ასევე დეკორატიული მიზნებისათვის.




ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Orchis L.
სახეობა: O. mascula (L.) L.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი ფართო-ოვალურია ან სფერული.
მნიშვნელობა. დეკორატიული მცენარეა, ამის გამო მას ხშირად აგროვებენ ყვავილების ბაზარზე გაყიდვის მიზნით. ასევე აღნიშნული გვარის ყველა წარმომადგენლის გამხმარი ტუბერები „სალეპის“ სახელწოდებით გამოიყენება მედიცინაში. იგი შეიცავს სახამებელს, ცილოვან ნივთიერებებსა და შაქარს. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნაოდ.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება ტყის შუა სარტყლამდე ბუჩქნარებში, ტყის პირებსა და მდელოებზე.
მდგომარეობა. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით ტყის სარტყელში, როგორც ერთეული, ასევე ჯგუფების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს და ნაყოფობს მაისში.
შემცირების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ ფართო გავრცელება აქვს, მცენარის ინტენსიური მოპოვება უარყოფით გავლენას ახდენს მის რიცხოვნობაზე.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). შესულია აგრეთვე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით NT – გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. H - მაღალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარის მოპოვებაზე კონტროლის დამყარება, მეურნეობების შექმნა სადაც მოყვანილი მცენარეები გამოყენებული იქნება, როგორც სამკურნალო, ასევე დეკორატიული მიზნებისათვის. საჭიროა თესლის მოპოვება და შენახვა თესლის ბანკებში.



ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Orchis L.
ახეობა: O. militaris L.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი კვერცხისებრია ან სფერული. ღერო 20-50 სმ სიმაღლის.
მნიშვნელობა. დეკორატიული მცენარეა, ამის გამო მას ხშირად აგროვებენ ყვავილების ბაზარზე გაყიდვის მიზნით. ასევე აღნიშნული გვარის ყველა წარმომადგენლის გამხმარი ტუბერები „სალეპის“ სახელწოდებით გამოიყენება მედიცინაში. იგი შეიცავს სახამებელს, ცილოვან ნივთიერებებსა და შაქარს. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.
გავრცელება. აღნიშნულია საქართველოსათვის.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყეებში, ტენიან მდელოებსა და ტყის პირებში.
მდგომარეობა. გვხვდება იშვიათად, როგორც ერთეული, ასევე მცირე ჯგუფების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტატიურადაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. ჰაბიტატის რღვევა (ტყის გაჩეხვა, ძოვება, გარემოს დაბინძურება და ა.შ.), უკონტროლო მოპოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). აგრეთვე შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით VU – მოწყვლადი.
საქართველოს პასუხისმგებლობა. - მაღალი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარის მოპოვებაზე კონტროლის დამყარება, მეურნეობების შექმნა სადაც მოყვანილი მცენარეები გამოყენებული იქნება, როგორც სამკურნალო, ასევა დეკორატიული მიზნებისათვის, ასევე თესლის მოპოვება და შენახვა თესლის ბანკებში, რაც მომავალში მათი გენოფონდის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.



ოჯახი: Anacardiaceae
გვარი: Pistacia Fish. et Mey.
სახეობა: Pistacia mutica Fish. et Mey. – საკმლის ხე, საღსაღაჯი


სასიცოცხლო ფორმა. 5-10 მ-მდე სიმაღლის ხეა.
მნიშვნელობა. ახასიათებს მკვრივი,მძიმე მერქანი, რომელიც კარგად პრიალდება და გამოიყენება სახარატო საქმეში. მისი ქერქი და მერქანი დიდი რაოდენობით შეიცავს კუპრს. დეკორატიული მცენარეა, აქვს ლამაზი, მუქი მწვანე ფოთლები. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. გავრცელებულია აღმ. საქართველოში. საქართველოს გარეთ – ხმელთაშუაზღვეთში, მც. აზიაში, აღმ. ანატოლიასა და ირანში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მშრალ ველებზე, მდინარეთა სანაპიროების გასწვრივ, ოდნავ დამლაშებულ ადგილებზე.
მდგომარეობა. არიდული მეჩხერი ტყეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, გვხვდება ერთეულადაც.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს აპრილ - მაისში; ნაყოფობს ივლის - აგვისტოში,ისხამს წითელ ნაყოფს.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი. დაცულია შირაქში – ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა აღკვეთილის გამოყოფა სამშვილდის მიდამოებში.


ოჯახი: Orchidaceae
გვარი: Platanthera Rich.
სახეობა: P. chlorantha – (Cust.) Reichenb.


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა, ტუბერი მთლიანია.
მნიშვნელობა. სამკურნალოა, ტუბერები გამოიყენება მედიცინაში, რაც ცნობილია „სალეპის“ სახელწოდებით.
გავრცელება. საქართველოს ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ქვედა სარტყელიდან  შუა სარტყელამდე უფრო იშვიათად დაბლობის ტყეებში (ხშირად წიფლნარებში), ბუჩქნარებსა და ველობებზე.
მდგომარეობა. ხასიათდება ფართო გავრცელებით, თუმცა ახასიათებს ჰაბიტატისადმი ზემგრძნობელობა.
გამრავლება. მრავლდება თესლით, ასევე ვეგეტაიურადაც. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. ჰაბიტატის დარღვევა (ტყის გაჩეხვა, ძოვება, გარემოს დაბინძურება და ა.შ.), უკონტროლო მოპოვება.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ს დანართებში (Apendix II). შეტანილია ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში სტატუსით LC – საჭიროებს ზრუნვას.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. მცენარის მოპოვებაზე კონტროლის დამყარება, ასევე თესლის მოპოვება და შენახვა თესლის ბანკებში, რაც მომავალში მათი გენოფონდის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.


ოჯახი: Punicaceae
გვარი: Punica L. 
სახეობა: P. granatum L. 
– ბროწეული



სასიცოცხლო ფორმა. ეკლიანი ბუჩქია.
მნიშვნელობა. რელიქტური მცენარეა. ნაყოფი გამოიყენება საკვებად. სამკურნალო, მთრიმლავი, საღებავი და დეკორატიული მცენარეა.
გავრცელება. ველურად გვხვდება აღმ. საქართველოში, შირაქ-ელდარში, ალაზნის ველზე, სიღნაღის გორაკებზე, აგრეთვე დას. საქართველოს ვაკის ბუჩქნარებში. საქართველოს გარეთ გავრცელებულია – აზერბაიჯანში, დაღესტანში, წინა აზიაში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, მდინარეთა ხეობებში, მშრალ ფერდობებზე.
მდგომარეობა. გვხვდება მცირე დაჯგუფებების სახით.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (ფესვის ამონაყარით). ყვავილობს მაის-აგვისტოში; ნაყოფობს სექტემბერში.
შემცირების მიზეზი. ნადგურდება ტერიტორიების სამეუნეო ათვისების გამო.
არის თუ არა დაცული. უძველესი დროიდან კულტივირებულია საქართველოში.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. აუცილებელია აღკვეთილების გამოყოფა, განსაკუთრებით – შირაქსა და ელდარის დაბლობზე.


ოჯახი: Fagaceae
გვარი: Quercus L.
სახეობა: Q. macranthera Fisch. & Mey. - მაღალი მთის მუხა


სასიცოცხლო ფორმა. 15-25 მ სიმაღლის ხეა.
მნიშვნელობა. წინა აზია-კავკასიის უძველესი სახეობაა, მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის. მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე, გვალვა და ყინვა გამძლე მცენარეა.
გავრცელება. გვხვდბა საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რაიონში. საქართველოს გარეთ - მცირე აზია, კავკასია, აღმ. ანატოლია, ჩრდ. ირანი.
ადგილსამყოფელი. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლებში. ზღვის დონიდან 900-2400 მ-მდე, მეტწილად მშრალ სამხრეთ ფერდობებზე, სადაც ქმნის მეჩხერ პარკის ტიპის ტყეს პანტის, ცირცელის, არყის, მაღალი მთის ნეკერჩხლის მონაწილეობით.
მდგომარეობა. გხვდება წმინდა (იშვიათად) ან შერეული კორომების სახით და ერთეულებადაც.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (ამონაყარით). ყვავილობს მაისში; ნაყოფობს სექტემბერ - ნოემბერში.
შემცირების მიზეზი. მთის ზედა სარტყლის ტყეების გაჩეხვა, რის შედეგადაც მუხის ეს სახეობა ბევრგან ერთეული ხეების სახითაა შემორჩენილი; ძოვება, ადგილსამყოფელის პირობების დარღვევა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. აიკრძალოს მასობრივი ჭრა და მის გავრცელების ადგილებში ინტენსიური ძოვება. შემორჩენილი რამდენიმე კორომი გამოიყოს აღკვეთილად.


ოჯახი: Fagaceae
გვარი: Quercus L.
სახეობა: Q. pedunculiflora C. Koch.
 – ჭალის მუხა.

სასიცოცხლო ფორმა. 30 მ-მდე სიმაღლის ხეა.
მნიშვნელობა. მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობაა, მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის, აგრეთვე როგორც მაღალხარისხოვანი მერქნის მქონე და დეკორატიული მცენარე.
გავრცელება. გვხვდება აღმ. საქართველოში უმთავრესად მდინარეების: მტკვრის, არაგვის, ივრის, ალაზნისა და მათი შენაკადების ხეობებში. საქართველოს გარეთ – აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთი, მცირე აზია, კავკასია.
ადგილსამყოფელი. გვხვდება დაბლობებსა და მდინარეთა ნაპირებზე.
მდგომარეობა. დაბლობებსა და მდინარეთა ნაპირებზე ქმნის კორომებს, რომელთა ფართობი გამუდმებით მცირდება, რის შედეგადაც ეს მცენარე ბევრგან მხოლოდ ერთეული ხეების სახითღაა შემორჩენილი.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (ამონაყარით). ყვავილობს მაისში; ნაყოფობს სექტემბერ - ნოემბერში.
შემცირების მიზეზი. დაბლობისა და ჭალის ტყეების ტერიტორიის ინტენსიური სამეურნეო ათვისება; საქონლის ძოვება; ადგილსამყოფელის დარღვევა.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი. დაცულია ლაგოდეხის ეროვნულ პარკსა და ჭიაურის აღკვეთილში.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა აიკრძალოს მისი მასობრივი ჭრა და ჭალის ტყის შემორჩენილი რამოდენიმე კორომი გამოიყოს აღკვეთილად.


ოჯახი: Compositae
გვარი: Senecio L.
სახეობა: S. rombifolius (Willd.) Sch. Bip.
 – ხარისშუბლა


სასიცოცხლო ფორმა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.
მნიშვნელობა. მესამეული პერიოდის რელიქტი და კავკასიის ენდემია, ძვირფასი სამკურნალო მცენარეა.
გავრცელება. საქართველოს თითქმის ყველა რაიონში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა და სუბალპურ სარტყელში ტყის პირებზე, მდელოებსა და მაღალბალახეულობაში.
მდგომარეობა. ქმნის დიდ მასივბს სუბალპურ ტყეებსა და ტყის პირებზე.
გამრავლება. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. ყვავილობს მაისში, ნაყოფობს ივნისში.
შემცირების მიზეზი. ამზადებენ სამკურნალო მიზნებისათვის.
არის თუ არა დაცული. არ არის.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა შემცირდეს ამ მცენარის გამოყენება სამკურნალო მიზნით და გამოიყოს დაცული ტერიტორიები არეალის რამდენიმე ადგილას; საჭიროა მისი კულტივირება.





ოჯახი: Staphyleaceae
გვარი: Staphylea L.
სახეობა: S. pinnata L.
 - ჯონჯოლი

სასიცოცხლო ფორმა. დაბალი ხე ან ბუჩქია.
მნიშვნელობა. ერთერთი იშვიათი რელიქტური სახეობაა, საყურადღებოა როგორც საკვები, დეკორატიული, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე. მნიშვნელობა აქვს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. უმთავრესად გავრცელებულია დას. და აღმ. საქართველოს მთების შუა და ვაკის ტყეებში; საქართველოს გარეთ – დას. იმიერკავკასია, უკრაინა, ცენტრალური ევროპა, ხმელთაშუაზღვეთი, მცირე აზია.
ადგილსამყოფელი. იზრდება ფართოფოთლოვან ტყეებში, მეტწილად მუხნარ-რცხილნარში, ჭალის ტყეებში. ზოგჯერ ქმნის ქვეტყეს.
მდგომარეობა. გვხვდება ერთეულებად და პატარა ჯგუფებად ტყეებში;
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტაიურად. ყვავილობს აპრილ-მაისში; ნაყოფობს ივლის-აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა, მისი ყვავილედის უკონტროლო შეგროვება სამწნილედ.
არის თუ არა დაცული. არ არის. გვხვდება ბოტანიკურ ბაღებში, როგორც დეკორატიული მცენარე.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა აღიკვეთოს ჭრა და დაწესდეს კონტროლი პოპულაციის რიცხოვნობაზე, მისი რომელიმე შემორჩენილი კორომი გამოცხადდეს აღკვეთილად. ფართოდ იქნას კულტივირებული, როგორც საკვები, დეკორატიული, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე.

ოჯახი: Staphyleaceae
გვარი: Staphylea L.
სახეობა: S. pinnata L. - ჯონჯოლი

სასიცოცხლო ფორმა. დაბალი ხე ან ბუჩქია.
მნიშვნელობა. ერთ-ერთი იშვიათი რელიქტური სახეობაა, საყურადღებოა როგორც საკვები, დეკორატიული, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე. მნიშვნელობა აქვს ფლორის ისტორიის შესწავლისათვის.
გავრცელება. უმთავრესად გავრცელებულია დას. და აღმ. საქართველოს მთების შუა და ვაკის ტყეებში; საქართველოს გარეთ – დას. იმიერკავკასია, უკრაინა, ცენტრალური ევროპა, ხმელთაშუაზღვეთი, მცირე აზია.
ადგილსამყოფელი. იზრდება ფართოფოთლოვან ტყეებში, მეტწილად მუხნარ-რცხილნარში, ჭალის ტყეებში. ზოგჯერ  ქმნის ქვეტყეს.
მდგომარეობა. გვხვდება ერთეულებად და პატარა ჯგუფებად ტყეებში.
გამრავლება. მარავლდება თესლით და ვეგეტაიურად. ყვავილობს აპრილში-მაისში; ნაყოფობს ივლის-აგვისტოში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა, მისი ყვავილედის უკონტროლო შეგროვება სამწნილედ.
არის თუ არა დაცული. არ არის დაცული. გვხვდება ბოტანიკურ ბაღებში, როგორც დეკორატიული მცენარე.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა აღიკვეთოს ჭრა და დაწესდეს კონტროლი პოპულაციის რიცხოვნობაზე, მისი რომელიმე შემორჩენილი კორომი გამოცხადდეს აღკვეთილად. ფართოდ იქნას კულტივირებული, როგორც საკვები, დეკორატიული, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარე.

ოჯახი: Taxaceae
გვარი: Taxus L.
სახეობა: T. baccata L. – უთხოვარი




სასიცოცხლო ფორმა. 20 – 25 მ (ზოგჯერ 30 მ) სიმაღლის მარადმწვანე ხეა.
მნიშვნელობა. მესამეული პერიოდის რელიქტური სახეობაა. მნიშვნელოვანია ფლორის ისტორიის შესწავლისათვის, აგრეთვე როგორც მაღალხარისხოვანი, მაგარმერქნიანი და კარგი დეკორატიული მცენარე.
გავრცელება. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა ტყიან რაიონში. საქართველოს გარეთ – ცენტრალური ევროპა, ხმელთაშუაზღვეთი, მცირე აზია, ყირიმი, კავკასია.
ადგილსამყოფელი. იზრდება დაჩრდილულ ტენიან ადგილებში, უმთავრესად წიფლნარებში, ზღვის დონიდან 1500-1800 მ სიმაღლემდე.
მდგომარეობა. გვხვდება სპორადულად პატარ-პატარა ჯგუფების ან ერთული ხეების სახით. ზოგან ქმნის დამოუკიდებელ კორომებს. მათგან აღსანიშნავია ბაწარას ხეობაში (კახეთში) შემორჩენილი კორომი, რომელსაც 800 ჰ-მდე ფართობი უკავია, მტირალასა და ნამწვავის ხევის უთხოვრიანები აჭარაში.
გამრავლება. მრავლდება თესლით, თესლსს იძლევა ძალიან გვიან 20-30, ხოლო შედარებით დაბურულ ტყეში 70-120 წლიდან. აღმონაცენის განვითარება და საერთოდ მცენარის ზრდა ძალიან ნელა მიმდინარეობს. ყვავილობს მარტში, ნაყოფობს მაისში.
შემცირების მიზეზი. მასობრივი ჭრა, ქერქის დამზადება, ადგილსამყოფელის პირობების დარღვევა, რაც ხელს უშლის თესლით განახლებას.
არის თუ არა დაცული. შეტანილია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის - CITES-ის დანართებში (Apendix II). ასევე შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი. დაცულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და აღკვეთილებში.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. უნდა აიკრძალოს უთხოვარის ჭრა. საჭიროა მისი, როგორც დეკორატიული და თაფლოვანი მცენარის უფრო ფართოდ შეტანა კულტურაში და ყველა სხვა უთხოვრიანის აღკვეთილად გამოცხადება.




ოჯახი: Ulmaceae
გვარი: Ulmus L.
სახეობა: U. glabra Huds.
 – შიშველი თელადუმა


სასიცოცხლო ფორმა. მაღალი, 40-45 მ სიმაღლის ხეა.
მნიშვნელობა. ძვირფასმერქნიანი, დეკორატიული მცენარეა, გამოიყენება ქუჩებისა და პარკების გასამწვანებლად
გავრცელება. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში; საქართველოს გარეთ – აზერბაიჯანში, სომხეთში, შუა და ჩრდ. ევროპაში, ხმელთაშუაზღვეთსა და მცირე აზიაში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მთის შუა სარტყელში, ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. გვხვდება ფართოფოთლოვან ტყეებში ტენიან ადგილებში.
მდგომარეობა. გვხვდება ერთეულებად და პატარა ჯგუფებად; თითქმის ყველგან დაავადებულია სოკოთი.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს მარტ-აპრილში; ნაყოფობს სექტემბერში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა, ნადგურდება სოკოვანი დაავადებისგან.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა აღიკვეთოს ჭრა; აუცილებელია სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა.





ოჯახი: Ulmaceae
გვარი: Ulmus L.
სახეობა: U. minor Mill. – პატარა თელადუმა


სასიცოცხლო ფორმა. მაღალი 25-30 მ სიმაღლის ხეა. ცოცხლობს 300 წლამდე.
მნიშვნელობა. დეკორატიული მცენარეა, ფართოდ გამოიყენება მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად და საპარკო მეურნეობაში. აქვს ძვირფასი მერქანი.
გავრცელება. გავრცელებულია საქართველოში; საქართველოს გარეთ – ცენტრალურ და ჩრდ. ევროპაში, ხმელთაშუაზღვეთსა და მცირე აზიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში.
ადგილსამყოფელი. იზრდება მუხნარებში, მშრალ აგილებში, ტყის პირას, აგრეთვე ჭალების ტერასებზე, ზვღის დონიდან 800 მ-მდე.
მდგომარეობა. თითქმის ყველგან დაავადებულია სოკოთი.
გამრავლება. მრავლდება თესლით ფესვის ამონაყარით. ყვავილობს მარტ-აპრილში, ნაყოფობს აგვისტო-ოქტომბერში.
შემცირების მიზეზი. უკონტროლო ჭრა, სოკოვანი დაავადებანი.
არის თუ არა დაცული. შეტანილია 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით VU - მოწყვლადი.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. აუცილებელია სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა.


ოჯახი: Ulmaceae

გვარი: Ulmus L. 
სახეობა: U. suberosa Moench.
 – კორპის თელა


სასიცოცხლო ფორმა. 15 მ-მდე სიმაღლის ხე, იშვიათად ბუჩქი.
მნიშვნელობა. მთისწინა კალთებისა და ვაკის ტყეების შემადგენელი სახეობაა, დეკორატიული მცენარეა, გამოიყენება მშრალი ადგილების გასამწვანებლად.
გავრცელება. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში გვხვდება, საქართველოს გარეთ – ცენტრალური ევროპა, ხმელთაშუაზღვეთი, კავკასია, მცირე აზია და ირანი.
ადგილსამყოფელი. იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში, ჩვეულებრივ ნათელ ტყეებში, საკმლის ხესთან, ბერყენასთან და სხვებთან ერთად, 600-1000 მ-მდე ზღვის დონიდან.
მდგომარეობა. თითქმის ყველგან დაავადებულია სოკოთი.
გამრავლება. მრავლდება თესლით. ყვავილობს მარტ - აპრილში; ნაყოფობს სექტემბერში.
შემცირების მიზეზი. იღუპება სოკოვანი დაავადებებისაგან, მცირდება ადგილსამყოფელის დარღვევის გამო.
არის თუ არა დაცული. არ არის დაცული.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. აუცილებელია სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა.


ოჯახი: Vitaceae
გვარი: Vitis L.
სახეობა: V. silvestris Gmel. – უსურვაზი


სასიცოცხლო ფორმა. მცოცავი მხვიარა ბუჩქია.
მნიშვნელობა. ველური ვაზის ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა, რომლიდანაც გამოყვანილი კულტრული ვაზის მრავალი ჯიში.
გავრცელება. გვხვდბა საქართველოს თითქმის ყველა ტყიან რაიონში. საქართველოს გარეთ – ევროპა, მცირე აზია, ირანი, ცენტრალური აზია.
ადგილსამყოფელი. იზრდება ტყეებში, უმთვრესად ვაკისა და მდინარისპირა ჭალის ტყეებში, ზღვის დონიდან 1400-1500 მ სიმაღლეზე.
მდგომარეობა. გვხვდება სპორადულად. რიცხობრივად თანდათან მცირდება.
გამრავლება. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ყვავილობს მაისში; ნაყოფობს სექტემბერში.
შემცირების მიზეზი. დაბლობისა და მდინარისპირა ტყეების ტერიტორიის სამეურნეო ათვისება; იმ ხეების ჭრა რომლებზედაც ეხვევა ვაზი.
არის თუ არა დაცული. დაცულია ნაკრძალებსა და აღკვეთილებში.
დაცვის აუცილებელი ღონისძიებები. საჭიროა ჭალის ტყეებში ყველგან აიკრძალოს იმ ხეების ჭრა, რომელზედაც შემოხვეულია უსურვაზი.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 






ცხოველები

ამფიბიები:


სირიული მყვარი Pelobates syriacus Boett.


ამ ამფიბიის სხეულის სიგრძე 8 სმ-მდე აღწევს. ზედა მხარე ღია-ნაცრისფერი ან მოყვითალოა, დაფარული მუქი მწვანე ლაქებით, კანი გლუვია.
გავრცელებულია სირიაში, პალესტინაში, მცირე აზიაში, ბალკანეთში, გვხვდება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. უფრო ხშირად წყალსატევის ნაპირებთანაა, თხრის ღრმა სოროებს, იმალება ქვების ქვეშ.
აქტიურია ღამით. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. ქვირითობა გრძელდება მარტის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე. ლარვები ვითარდებიან 70-85 დღის განმავლობაში.
საკმაოდ იშვიათი სახეობაა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა (EN A2a).

ძუძუმწოვრები:

ევრაზიული წავი Lutra lutra

წავი



წავის არეალი საქართველოში მოიცავდა მდინარეების: ალაზნის, იორის, არაგვის, მტკვარის, ლიახვის, რიონის, ენგურის, ბზიფის, სუფსისა და კინტრიშის აუზებს, გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობის მდინარეებზე, პალიასტომის, ბაზალეთის, ტაბაწყურის, რიწის ტბების სანაპიროებზე. ე.ი ბინადრობდა საქართველოს თითქმის ყველა თევზით მდიდარ მდინარეზე. წავის ისტორიული და თანამედროვე არეალი ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა თითოეულ მდინარეზე მათი ბინადრობის ადგილები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია მისი საერთო რიცხოვნობის შემცირება. უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წავის რიცხოვნობა შემცირებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ბევრი ადგილიდან იგი საერთოდ გამქრალია.
წავის კვალი
წავი ბინადრობს მდინარეებისა და მტკნარი წყალსატევების ნაპირებზე. ვრცელდება ზ. დ.-დან 2300 მ-მდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის წყალსატევის ნაპირზე. მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის დამლევს, აგრეთვე გაზაფხულზე მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 63-70 დღეს.
იკვებება თევზებით, ამფიბიებით, კიბოსნაირებით, წყალში მცურავი ფრინველებით, მათი მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, ქვეწარმავლებით.
წავის რიცხოვნობის შემცირების ძირითადი მიზეზებია სასიცოცხლო არეალის შემცირება, წყალსატევების დაბინძურება, ჩასადგმელი ბადეებით, ელექტრო დენით, დინამიტით და მომწამლავი ნივთიერებით თევზაობა.
ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხესთან ახლოს მყოფის კატეგორია (NT). 2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU).

მურა დათვი Ursus arctos


მურა დათვი



მურა დათვი ძუძუმწოვრთა კლასის მტაცებელთა რიგის წარმომადგენელია. გააჩნია ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი. ბინადრობს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში.
მართალია დათვი მტაცებელთა რიგს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.
დათვის კვალი
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ.
ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც მურა დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებითა და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ მოწყობილი.
შეწყვილების პერიოდი ჩვენთან მობინადრე დათვებისთვის, ჩვეულებრივ, გაზაფხულია. დათვი შობს პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.
2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხეში მყოფი სახეობის სტატუსი (EN).

ფოცხვერი Lynx lynx






ახლო წარსულში ფოცხვრის არეალი მოიცავდა მთელ საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციის სახით. ესენია ლაგოდეხის, თუშეთ-ხევსურეთის, რაჭა-სვანეთის, ბორჯომ-ბაკურიანისა და ივრის ზეგანის პოპულაციები. ვერტიკალურად ფოცხვერი ზღვის დონიდან 2500 მ-მდე  ვრცელდება.
ძირითადად გავრცელებულია ტყის სარტყელში. გვხვდება აგრეთვე სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, არიდულ და სემიარიდულ ეკოტოპებში.
სხეულის სიგრძე აღწევს 80-105 სმ-მდე, ხოლო კუდისა 20-31 სმ-მდე. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულებში, კლდეთა ნაპრალებში, ხის ფესვების ქვეშ, იშვიათად ხის ტოტებზეც. მძუანობა მიმდინარეობს იანვრის დამლევიდან მარტის დასაწყისამდე. მაკეობის ხანგრძლივობა აღწევს 70 დღემდე, შობს 2-6 თვალაუხელელსა და უსუსურ ნაშიერს. 3 წლის ასაკში აღწევს სქესმწიფობას, ცოცხლობს 18 წლამდე. მისი ძირითადი საკვებია ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ფრინველები.
ფოცხვერის რიცხვი საქართველოში ძალზედ შემცირებულია. მისი რაოდენობის მალიმიტირებელი ფაქტორებიდან შეიძლება აღინიშნოს საბინადრო ადგილების შემცირება (ტყის ექპლოატაციის შედეგად). მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრაკონიერობამაც. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს საფრთხესთან ახლოს მყოფის კატეგორია (NT). 2005 წელს შემუშავებული საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსი (CR).



რუხი მგელი Canis lupus






მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. რუხი მგელი ფართოდაა გავრცელებული კანადაში, ალიასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და ციმბირში. მგლის სიგრძე 100-140 სმ, ხოლო წონა - 18-80 კგ-ია. იკვებება როგორც ლეშით, ასევე ნადირობს ჩლიქოსნებზე, მღრღნელებსა და ქვეწარმავლებზე, ხშირად ჭამს მწერებსა და კენკროვანი მცენარეების ნაყოფს.
მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს ოცამდე მგელს. ბინადრობს სხვადასხვა ლანდშაფტებში, ნახევარუდაბნოდან ალპურ სარტყელამდე. ბუნაგს იკეთებს მიუვალ ადგილებში, ხევებში, ლელიანებში, დიდი ლოდების ქვეშ. იშვიათად იყენებს მაჩვის ან მელიის ბუნაგებს.
მრავლდება წელიწადში ერთხელ. მაკეობა შვიდ კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს. პირველი სამი კვირის განმავლობაში დედა მგელი ძუძუს აწოვებს მათ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს, საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს საკვებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ძიძების როლსაც ასრულებენ, უფრო ხშირად მაშინ, როდესაც დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად მოზრდილები არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან ერთად. ლეკვები მშობლებთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ.


შველი Capreolus capreolus




შველი გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. საქართველოში ბინადრობს ყველგან, ივრის ზეგანისა და გარეჯის უდაბნოს გარდა, არ გვხვდება ალპურ სარტყელში. სხეულის სიგრძე 110-125 სმ-ია, წონა 20-26 კგ. მოხდენილი და მსუბუქი ცხოველია, მაღალი და წვრილი ფეხებით. სახის ნაწილი შედარებით მოკლეა, ყურები დიდი, კუდი ბეწვიდან არ ჩანს. ვაცებს გააჩნიათ 3-5 შტოიანი მცირე ზომის რქები. რქებს ცხოველი ოქტომბერ-დეკემბერში იცვლის, ახალი კი მარტიდან ამოსდის. ბეწვის შეფერილობა ზაფხულობით მოყვითალოა ან ოქროსფერი წითური ელფერით, მბზინვარე, მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა. ახალგაზრდები პირველ განგურამდე ინარჩუნებენ ხალებს.
ძირითადად ბინადრობს წყლის მახლობლად, მეჩხერ ტყეებში, ხშირი ქვეტყითა და მაღალი ბალახის საფარით. ზაფხულობით განმარტოვებულ ცხოვრებას ეწევა, წლის სხვა დროს მცირე ჯოგების სახით შეიძლება შეგვხვდეს. მრავლდება ივლის-აგვისტოში. მდედრი შობს ერთ ან ორ ნუკრს. იკვებება ნეკერით, ყლორტებით, კვირტებით, ბალახითა და ფოთლებით.

მცენარეები: 

ალპური ხარაბუზა - Rosalia alpine (Linnaeus, 1758)
რიგი ხეშეშფრთიანები - Coleoptera
ოჯახი ულვაშა ხოჭოები - Cerambycidae



ალპური ხარაბუზა ულვაშა ხოჭოების მცირე ზომის წარმომადგენელია. სხეულის სიგრძე 15-35 მმ-ია, სხეული რუხი შეფერილობისაა შავი ნახატით, მასზე განლაგებულია ფერფლისფერ-რუხი ან მოცისფრო „თმები“. შეფერილობა იმდენად ცვალებადია, რომ არსებობენ თითქმის ნახატის გარეშე ან მთლიანად შავი ხოჭოები. ულვაშები 11-სახსრიანია, რომლებიც მამრებში სხეულზე 1,5-ჯერ დიდია, მდედრებში კი ოდნავ სცილდება მუცელს. ულვაშების 3-6-ე სახსარს გააჩნია თმების ხშირი ფუნჯი.
ბინადრობს წიფლის ტყეებში, სადაც ბევრია ხმელი ხეები. ხოჭოების ფრენა შეინიშნება ივნისიდან სექტემბრამდე. აქტიურები არიან მზიან ამინდში. კვერცხებს დებენ ხეთა ნაპრალებში (წიფელი, იფანი, მუხა, რცხილა). მატლის განვითარება მიმდინარეობს ხის მერქანში 2-3 წლის განმავლობაში.
საკმაოდ იშვიათი სახეობაა. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU - A1c) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში სტატუსით - „გადაშენების პირას მყოფი“ (EN - B2cii).

აპოლონი - Parnassius Apollo (Linnaeus, 1758)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი პარნასიდები - Parnassiidae




საქართველოში გავრცელებული დღის ქერცლფრთიანებიდან ყველაზე დიდი ზომის პეპელაა. ფრთების შლილი 64-86 მმ-ია, საერთო ფონი რძისფერი თეთრია, გარეთა კიდეები ბოლოვდება ბრტყელი, გამჭვირვალე არშიით. წინა ფრთებზე რამდენიმე შავი ლაქაა, უკანაზე კი - ორი ალისფერი თვალაკი, თეთრი ცენტრითა და შავი არშიით. ფრთების ფუძეები და სხეული შავია.
საქართველოში გვხვდება მაღალმთიანეთში, ტიპიური ბიოტოპია სუბალპური ტყე და მაღალბალახეული, აგრეთვე სუბალპური და ალპური მდელოების მშრალი, ქვიანი ან კლდიანი კალთები. დაფრინავს გაშლილ, მზიან მდელოებზე, მაისიდან ივლისამდე. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. მატლი იკვებება კლდისდუმაზე (Sedum) და კლდისვაშლაზე (Sempervium). იზამთრებს მატლის ფაზაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში აპოლონის ევროპული პოპულაციები ძლიერ შემცირდა ისეთ ქვეყნებში როგორიცაა პოლონეთი, შვედეთი და საფრანგეთი, ლიტვასა და ლატვიაში კი გადაშენებულად ითვლება. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU A1cde) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში ანალოგიური სტატუსით. შესულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის CITES-ს დანართებში (Apendix II).

ბაზი ერიოფორუსი - Bombus eriophorus
რიგი სიფრიფანაფრთიანები - Hymenoptera
ოჯახი ფუტკრისებურები - Apidae




ბაზებს შორის საკმაოდ იშვიათი და დიდი ზომის მწერია. სხეული დაფარული აქვს ხშირი „თმებით“, ზურგი შავია. ბაზების სხვა სახეობებისაგან გამოირჩევიან მუცლის წითელი დაბოლოებით. ულვეშები 13-სახსრიანია. უკანა კიდურებზე კარგად აქვთ განვითარებული „თმები, რომლის საშუალებითაც იწებებენ ყვავილის მტვერს. ამგვარად, ბაზი ერიოფორუსები მცენარეების ერთ-ერთ ეფექტურ დამამტვერიანებლებად გვევლინებიან.
ბაზები საზოგადოებრივ მწერებს მიეკუთვნებიან და 50-100 ინდივიდიან ოჯახებად ცხოვრობენ. ოჯახი შედგება მდედრი, მუშა (სქესობრივად მოუმწიფებელი მდედრები) და მამრი ინდივიდებისაგან. ბუდის გარეთ დღიური აქტივობა იწყება მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე და მაქსიმუმს აღწევს 11 საათისთვის. 12-დან 14 საათამდე ბაზების უმრავლესობა ბუდეში ისვენებს. 14 საათიდან ბუდიდან გამოფრენების რიცხვი ხშირდება და მაქსიმუმს 18 საათისთვის აღწევს.
მწერების ამ ჯგუფის ცხოველმყოფელობისათვის მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობა. ჰაერის სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ბაზების ოჯახის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება, ისე ადგილობრივ ენტომოფაუნაში მათი არარსებობა.
ბაზ ერიოფორუსს ძალზე მცირე არეალი გააჩნია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU – B2cii).

ცისფერ მელეაგრი - Polyommatus daphnis (Dennis et Schiffermuller, 1775)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ცისფერები - Lycaenidae



საკმაოდ იშვიათი პეპელაა. ფრთების შლილია 32-39 მმ. მამრის ფრთების ზედა მხარე ღია ცისფერია, ფუძესთან შემუქებული, ფრთის კიდეებზე შავი ზოლი გასდევს, ქვედა მხარე ოდნავ დაკბილულია. მდედრი ან ცისფრად არის შეფერილი, ან ყავისფრად, შემუქებული ფრთის კიდით. ქვედა ფრთა მკვეთრად დაკბილულია, ასეთივე დაკბილული, მუქი და ნათელი ზოლებით ფრთის კიდის გასწვრივ.
საქართველოში გვხვდება ფაქტიურად ყველგან, მთისწინებსა და მთებში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. ფრენს ტყის პირებსა და გაშიშვლებულ კლდეებზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. იკვებება ყვავილებზე. ახასიათებს სწრაფი, მოფარფატე ფრენა. მატლი იკვებება გლერძას (Astragalus), ესპარცეტის (Onobryhis), ბეგქონდარას (Thimus), კურდღლისფრჩხილას (Lotus) და სხვა მცენარეთა ფოთლებით.
ცისფერა მელეაგერი მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ენიჭება მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).

იისფერი ქსილოკოპა - Xylocopa violacea (Linnaeus, 1758)
რიგი სიფრიფანაფრთიანები - Hymenoptera
ოჯახი ანთოფორიდები - Anthophoridae



საკმაოდ დიდი ზომის მწერია. სხეულის სიგრძე 20-23 მმ-ია. სხეული შავადაა შეფერილი მეტალურ-იისფერი ბზინვარებით და დაფარულია გრძელი შავი „თმებით“. თავი ფართოა. ფრთები მუქია ლურჯ-იისფერი ბზინვარებითა და გარეთა ნათელი კიდით.
გავრცელებულია როგორც საქართველოში ასევე მთლიანად ევროპაში. ისინი ითვლებიან ევროპის ყველაზე დიდ ფუტკრებად. დამახასიათებელი ბიოტოპია ტყის მდელოები. ზრდასრული ინდივიდების ფრენა იწყება მაისში და დაახლოებით 3 თვე გრძელდება. მდედრი ბუდეს გამხმარ ხეებში იკეთებს. ყბებით ღრღნის მერქანს და აკეთებს გრძელ ჰორიზონტალურ გასასვლელს, რომელიც უხვევს და ვერტიკალურად გრძელდება. სავალში აკეთებს ერთმანეთზე მიჯრილ უჯრედებს, რომლებშიც დებს კვერცხებს. კვერცხებიდან გამოჩეკილი მატლები შემოდგომაზე ჭუპრდებიან, მათგან მალე გამოდიან ზრდასრული ქსილოკოპები, რომლებიც იზამთრებენ ბუდეში, გაზაფხულზე კი ბურღავენ მერქანს და გამოდიან გარეთ. იისფერი ქსილოკოპა პოლიფაგია - იკვებება მრავალი სახეობის მცენარის მტვრითა და ნექტარით. წარმოადგენს მცენარეთა მნიშვნელოვან დამამტვერიანებელს.
საკმაოდ იშვიათია მწერია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).

ღამის მცირე ფარშევანგთვალა - Eudia pavonia (Linnaeus, 1761)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ფარშავანგთვალები - Saturniidae




ღამის პეპლების ტროპიკული წარმოშობის ოჯახის (Saturniidae) წარმომადგენელია. ფრთების შლილი 65-74 მმ-ია, საერთო ფონი მოყვითალო-ნაცრისფერი. ფრთების ცენტრში არსებულ მსხვილ თვალისებურ ლაქებს გააჩნიათ შავი არშია. ფრთებზე რამდენიმე ტალღისებრი ხაზია. სხეული მსხვილი და დაშვებულია. ულვაშები სავარცხლისებური.
სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ტყის მთელ ზოლში. რიცხობრივად შემცირებას განიცდის. საქართველოში საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ბინადრობს შერეულ და ფართოფოთლოვან ტყეში. ამჯობინებს ტყის ნაპირებსა და ღელეების ჯაგ-ეკლიან ხეობებს.
წელიწადში ერთ თაობას იძლევა. აქტიურია ღამით. ფრენს გაზაფხულზე, აპრილ-მაისში. არსებობს ორი ეკოლოგიური ფორმა: დაბლობის – რომლის კვერცხდება და მატლის კვება ძირითადად კვრინჩხზე მიმდინარეობს; და მთის – რომლის მატლები მოცვის სხვადასხვა სახეობაზე ცხოვრობენ. მატლის საკვებია აგრეთვე: ხეჭრელი (Frangula), მუხა (Querqus), არყი (Betula) და სხვა. დაჭუპრება ხდება მჭიდროდ ნაქსოვ ყავისფერ პარკში, იზამთრებს მატლი.
ღამის მცირე ფარშევანგთვალას მცირე ფრაგმენტირებული არეალი გააჩნია, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც მოწყვლადი სახეობა (VU – B2cii).

რომანოვის ცისფერა - Tomares romanovi (Christoph, 1882)
რიგი ქერცლფრთიანები - Lepidoptera
ოჯახი ცისფერები - Lycaenidae


დღის პეპლების საკმაოდ იშვიათი, მცირე ზომის წარმომადგენელია. ფრთების შლილია 22-32 მმ, ფონი მურა-ყავისფერია. ზედა ფრთის შუა ზედაპირი და უკანა ფრთის გარეთა კიდე ალისფრადაა შეფერილი. ფრთების ქვედა მხარე მოვერცხლისფრო-ფირუზისფერია, აბრეშუმისებრი ანარეკლით. წინა ფრთებზე ნარინჯისფერი ნახატია, ქვედა ფრთის ლაქები შავ პუნქტირებშია ჩასმული.
სახეობას საკმაოდ მცირე არეალი გააჩნია. ძირითადად მოიცავს სამხრეთ კავკასიას. ბინადრობს მთისა და მთისწინების ქსეროფიტული მცენარეების დაჯგუფებებში. 2000 მ.ზ.დ. სიმაღლემდე. ასევე მშრალ ხეობებში და ქსეროფიტულ კალთებზე, სადაც დომინანტობს გლერძა (Astragalus). დაფრინავს აპრილიდან ივნისამდე, ზოგჯერ ივლისამდეც, ფრენა სწრაფია და მხტუნავი. მატლი იკვებება გლერძას ყვავილებით. იზამთრებს ჭუპრი.
რომანოვის ცისფერას გააჩნია მცირე არეალი. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU - B2cii).



ფრინველები:

ბექობის არწივი Aquila heliaca



სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 75-84 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 180-215 სმ.
დიდი ზომის, მოყავისფრო-მოშავო ფერის არწივია. მოყვითალო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან. კუდი მოკლეა, რომელიც ფართო შავი არშიით ბოლოვდება, მასზე მრავალი მუქი ვიწრო ზოლია. მხრებზე პატარა თეთრი ლაქები შეინიშნება. ახალგაზრდა ფრინველები უფრო ღია ფერისანი არიან. ფრენისას ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს.
აქტიური მტაცებელია, რომლის ძირითად საკვებს მცირე და საშუალო ზომის ძუძუმწოვრები წარმოადგენს, იკვებება მძორითაც. საქართველოში ძირითადად ჭალებში ბინადრობს, სადაც ბუდეს მაღალ ხეებზე იკეთებს, თუმცა ზოგჯერ საბუდრად გაშლილ ადგილებზე არსებულ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძებსაც იყენებს.
საკმაოდ იშვიათი ფრინველია. ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებული წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს მოწყვლადის სტატუსი (VU). იგივე სტატუსით შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ტყის ბუ Strix aluco




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 37-39 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 94-104 სმ.
საშუალო ზომის ბუა, რომელსაც აქვს დიდი თავი და შავი თვალები. განარჩევენ შეფერილობის ორ ვარიანტს: რუხს და მოწითურო ყავისფერს. ფრინველს როგორც ჯდომის, ასევე ფრენის დროს მხრებსა და ფრთის მფარავებზე ემჩნევა თეთრი ზოლები. თავი მოკლებულია წაგრძელებული ბუმბულის კონებს, ე.წ. ყურებს. ბინადრობს შერეულ ან ფართოფოთლოვან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში. ბუდეს ხის ფუღუროში იკეთებს.
ძირითად საკვებს წარმოადგენს წვრილი მღრღნელები. საქართველოში მობინადრეა.





ჩია არწივი Hieraaetus pennatus



სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 45-50 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 110-132სმ.
მცირე ზომის არწივია. გვხვდება ორგვარი შეფერილობის: ღია და მუქი. ღიას ტანი და ფრთის მფარავები თეთრი აქვს, კუდი - რუხი, თავი და მკერდი კი - მოყავისფრო-მორუხო. მუქი ფორმა მოყავისფრო-მოშავოა. ქვემოდან თითქმის მთლიანად მუქი ჩანს, მხოლოდ კუდი და შიდა პირველი რიგის მომქნევებია ღია. ორივე შეფერილობის ფრინველებისთვის ფრთების ზედა მფარავებზე დამახასიათებელია თეთრი ზოლები, კუდის მფარავების ბოლოში კი ამავე შეფერილობის ბუმბულებს U-ს ფორმა აქვთ.
ჩია არწივი არასოდეს ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას. მსხვერპლს, რომელსაც ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები და ახალგაზრდა ფრინველები წარმოადგენენ, დიდი სიმაღლიდან თანდათანობით დაშვებისას ათვალიერებს და პიკირებით ესხმის თავს. ბინადრობს როგორც ფართოფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეებში, რომელთაც ღია, სანადიროდ გამოსადეგი ადგილები აკრავს გარს.

ჩვეულებრივი კირკიტა Falco tinnunculus


სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 33-39 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 65-80 სმ.
შავარდნებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებულია. მამრს მორუხო-მონაცრისფრო თავი აქვს. ამავე ფერის კუდის ბოლოში ფართო შავი ზოლია, რომელიც ვიწრო, თეთრი არშიით ბოლოვდება. ფრთების გარე ნაწილი მურაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი და ზურგი - მოჟანგმიწისფრო-ქარცი, მრავალი მურა ფერის სამკუთხა ლაქებით. მდედრი ზემოდან, თავისა და კუდის ჩათვლით, მთლიანად მოჟანგმიწისფროა და უხვადაა დაზოლილი განივი, მურა ზოლებით. მამრისაგან განსხვავებით მდედრის კუდზე განივი ზოლები გააჩნია. ორივე სქესს ტანზე მრავალი ლაქა აქვს, რომლებიც გასწვრივ ზოლებს წარმოქმნიან.
ჩვეულებრივი კირკიტა ფრენისას ხშირად ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას და მსხვერპლს ათვალიერებს, რომელსაც ძირითადად მღრღნელები და მწერები წარმოადგენს.
ბინადრობს მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში. მისი ნახვა ხშირად შეიძლება ქალაქებშიც, სადაც მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე ბუდობს. საქართველოში მობუდარია.

წყრომი Otus scops




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 19-20 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 50-54 სმ.
პატარა ზომის ბუა, რომელსაც თავზე წაგრძელებული ბუმბულების ორი კონა, ე. წ. ყურები გააჩნია, თუმცა ისინი ზოგჯერ დაშვებულ მდგომარეობაში აქვს და ამ დროს თავი მომრგვალო ფორმას იძენს. შეფერილობა მორუხო მოყავისფროა და უამრავი წვრილი სხვადასხვა ტონალობის შტრიხებითაა მოხატული. თვალები ყვითელია.
წყრომი სწორხაზოვნად დაფრინავს. გამრავლების პერიოდში ღამით ხშირად ისმის მისი მონოტონური ხმა.
გავრცელებულია მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში. ხშირად გვხვდება ანთროპოგენულ ლანდშაფტში. ძირითად საკვებს მწერები წარმოადგენს. საქართველოში მობუდარია.



ფასკუნჯი Neophron percnopterus




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 158-163 სმ.
საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულებით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყვითალო-მორუხოა. ზრდასრულის შეფერილობას დაახლოებით 5 წელიწადში იღებს. ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლბწვეტიანი ფრთები აქვს.
ფასკუნჯი უმთავრესად მძორით იკვებება. იჭერს ქვეწარმავლებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში. ჩვენში მობუდარია.

ჩვეულებრივი კაკაჩა Buteo buteo




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 51-57 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 113-128 სმ.
საშუალო ზომის, ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებული მტაცებელი ფრინველია. სახეობის შიგნით რამოდენიმე რასას გამოყოფენ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეფერილობითა და ზომით, რის გამოც იგი სხვა სახეობის კაკაჩებსა და მცირე ზომის არწივებში ერევათ ხოლმე (არწივებისაგან განსხვავებით, გალო მოკლებულია ბუმბულის სამოსელს). ყველაზე ხშირად ვხვდებით მუქ ყავისფერ ფრინველებს.
ფრენისას ჩვეულებრივ კაკაჩას ახასიათებს ფართე, მომრგვალო ფრთები, რომლებზეც პირველი რიგის მომქნევების არეში ქვემოდან თეთრი ლაქები ეტყობა, მონაცრისფრო კუდზე კი მუქი ფერის ზოლები აქვს. მიგრაციების დროს მრავალრიცხოვან გუნდებად იკრიბებიან. საბინადროდ მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატს იყენებს. ბუდეს ხეზე ან კლდეზე იკეთებს. საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გვხვდება.


შავარდენი Falco peregrinus




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 39-50 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 95-115 სმ.
დიდ შავარდნებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავე დროს საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ახასიათებს შედარებით მოკლე კუდი და ფართო, ბოლოში წაწვეტებული ფრთები. ზრდასრული ფრინველის შავი თავი და ორი ფართე შავი ზოლი კარგად ჩანს თეთრი ფერის ყელისა და ლოყების ფონზე. სხეულის ზედა ნაწილი მოლურჯო-რუხია. კუდზე შეინიშნება მუქი ზოლები, რომლებიც ბოლოსკენ ფართოვდება. სხეულის ქვედა ნაწილზე უამრავი შავი განივი ზოლია. მდედრი შავარდენი მამრზე შესამჩნევად დიდი და მუქი შეფერილობისაა. ახალგაზრდას სხეულის ზედა ნაწილი მუქი ყავისფერი აქვს, ქვედა - მოყვითალო-ბეჟი, მუქი ყავისფერი სიგრძივი ზოლებით.
შავარდენი ბინადრობს მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში, სადაც ბუდობისთვის ხელსაყრელი პირობებია.
საქართველოში მობუდარია. შეტანილის 2005 წელს შემუშავებულ საქართველოს წითელ ნუსხაში მოწყვლადის სტატუსით (VU).

ზარნაშო Bubo bubo




სხეულის სიგრძე ნისკარტის წვეროდან კუდის ბოლომდე 60-75 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 160-188 სმ.
ზარნაშო ბუსნაირთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. სხვა ბუებისგან გამოირჩევა დიდი ზომითა და თავზე არსებული გრძელი ბუმბულების ორი კონით, ე.წ. ყურებით, რომლებიც სახის დისკოსთან ერთად სმენის ორგანოს ზედაპირს ზრდის. მშვიდ მდგომარეობაში ყურებს ზოგჯერ დაბლა უშვებს. მოყავისფრო-მოწითურო ბუმბულის საფარველი ზემოდან მუქი ხალებითაა მოხატული, ქვემოდან კი - შავი სიგრძივი წყვეტილი ზოლებით. აქვს დიდი, ნარინჯისფერი თვალები და ძალზე ძლიერი, შავი ბრჭყალები. მიუხედავად დიდი ზომისა, მაინც სწრაფად და უხმაუროდ დაფრინავს. ახასიათებს მოკლე კუდი და განიერი ფრთები. იგი აქტიურია ღამით.
ზარნაშო მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატში ბინადრობს. ბუდობს მიწაზე, ან კლდეზე არსებულ ნიშებში. საქართველოში მობინადრეა.


ქვეწარმავალი: 

დალის ხვლიკი Darevskia dahli Dar.




დალის ხვლიკი მიეკუთვნება კლდის ხვლიკების ჯგუფს. ისინი დიდ დაჯგუფებებს ქმნიან და ერთეულებად არასოდეს გვხვდებიან. კლდეების, ქვების, კედლების ვერტიკალურ ზედაპირზე ზევით-ქვევით დარბიან, რაშიც ხელს უწყობს თათების თავისებური აგებულება და შებრტყელებული სხეული. გარდა ამისა, მხოლოდ კლდის ხვლიკებს შორის არიან სახეობები, რომლებიც მამრების გარეშე ე.ი. პართენოგენეზურად მრავლდებიან.
დალის ხვლიკის სხეულის სიგრზე 60 მმ-ს ოდნავ აჭარბებს. სხეული ზევიდან მოყავისფრო-მურაა, მწვანე ელფერის გარეშე. ზურგის გასწვრივ წვრილი მუქი ლაქები და წინწკლებია. სხეულის ქვედა მხარე მოყვითალოა, მუცლის კიდეებზე გააჩნიათ მოცისფრო ლაქები.
გავრცელებულია სომხეთსა და სამხრეთ საქართველოში, გვხვდება თბილისის მიდამოებში, თრიალეთის ქედის კალთებსა და მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ბინადრობს ხეობების მშრალ ფერდობებზე ზღვის დონიდან 900-1700 მ-ის ფარგლებში. ხშირად გვხვდება ტყით დაფარულ ნანგრევებში, ქვის ღობეებზე და შენობათა კედლებზე. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.
პართენოგენეზური სახეობაა, რომელთა ჯგუფებიც შედგება მხოლოდ მდედრებისაგან, რომლებიც არ ნაყოფიერდებიან. გვხვდება მხოლოდ  ერთეული მამრები. გამრავლების პერიოდი იწყება ივნისის ბოლოს და ივლისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. საშუალოდ დებენ 2-5 კვერცხს. ახალი თაობა იჩეკება აგვისტოს შუა რიცხვებში - სექტემბრის ბოლოს.
დალის ხვლიკს საკმაოდ მცირე არელი გააჩნია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU B1).

საყელოიანი ეირენისი Eirenis collaris Men.




მცირე ზომის გველია. მისი სხეულის სიგრზე 30 სმ-ს არ აღემატება. ზურგის მხრიდან მორუხო-მურა ფერისაა. კისერზე გააჩნიათ სწორი ბაცი არშიით შემოფარგლული მუქი ზოლი და წყვილი ხალი.
გავრცელებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ თურქეთში, ერაყსა და პალესტინაში.
ბინადრობს მშრალ, განსაკუთრებით ქვიან ადგილებში, ბუჩქებით დაფარულ ფერდობებზე. მიწის ზედაპირზე უფრო გაზაფხულის თვეებში გამოდის. იკვებება მწერებით, ჭიებით. მრავლდება კვერცხებით, რომლებსაც ივლისის ბოლოს დებს. მეტად უწყინარი გველია.
საყელოიანი ეირენისის არეალი საკმაოდ მცირე და ფრაგმენტირებულია. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU B2a).

დასავლური მახრჩობელა Eryx jaculus Eichw.




საკმაოდ მცირე ზომის გველია. სხეულის სიგრძე იშვიათადაა 70 სმ-ზე მეტი. დასავლური მახრჩობელა მოყვითალო-მურა შეფერილობისაა, ტანზე გასდევს მურა ან შავი განივი ლაქების ერთი ან ორი რიგი. გვერდებზე უფრო წვრილი ლაქები აქვს.
გავრცელებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, პალესტინაში, სირიაში, ირანში, ერაყში, ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება ქვემო ქართლში, თბილისისა და შირაქის მიდამოებში.
ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში, რომელიც დაფარულია ველის ან ნახევრად უდაბნოს მცენარეულობით. თავს აფარებს ქვების ქვეშ არსებულ სიცარიელეებს, მღრღნელების სოროებს. ზაფხულის სიცხეეების დადგომის შემდეგ, დასავლური მახრჩობელა ძირითადად ღამით ნადირობს. იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, მცირე ზომის ფრინველებით. მსხვერპლს ჯერ კბილებით იჭერს, შემდეგ რგოლებად ეხვევა და გუდავს, რის შემდეგაც ყლაპავს.
დასავლური მახრჩობელა ცოცხალმშობიარეა. მდედრი აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში შობს 20-მდე წიწილას. მშვიდი და უწყინარი გველია.
მეტად იშვიათი სახეობაა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გლობალურად მოწყვლადი სახეობა (VU B2a).


კოხტა გველთავა Ophisops elegans Men.



დასახელება ამ ხვლიკმა მიიღო თვალების განსაკუთრებული აგებულების გამო: ქვედა ქუთუთო ზედასთანაა შეზრდილი, მისი შუა ნაწილი კი დიდ გამჭვირვალე რგოლს უკავია. მიუხედავად ამისა, შეზრდილ ქუთუთოებს მოძრაობის უნარი დაკარგული არა აქვთ.
კოხტა გველთავა მცირე ზომის ხვლიკია. სხეულის სიგრძე 60 მმ-მდეა. ხერხემალს გასდევს ყავისფერ-რუხი ზოლი, გვერდები შავია, კუდი კი მოცისფრო. ახალგაზრდა ფორმებს ზევიდან 4 მკვეთრი გასწვრივი ზოლი გასდევს.
გავრცელების არეალი საკმოდ ფართოა - დასავლეთით ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან და მცირე აზიიდან - აღმოსავლეთით პაკისტანამდე. გავრცელებულია ამიერკავკასიაშიც.
კოხტა გველთავა ბინადრობს ველისა და ნახევრად უდაბნოს რაიონებში, ნათელ ტყეებში, ეკლიან ქსეროფიტულ მცენარეებს შორის. სახლობს ღია უბნებზე, ქვიან ადგილებში. თავშესაფრად იყენებს ქვების ქვეშ სიცარიელეს და მღრღნელების სოროებს. გააჩნია გადაადგილების თავისებურება, რომლითაც განსხვავდება სხვა ხვლიკებისაგან: მდევარისაგან გაქცევისას დამალვას არ ჩქარობს, დიდხანს მირბის მიწის ზედაპირზე, ყოველ შემხვდურ ქვაზე აირბენს და მეორე მხრიდან ხტება. ზოგჯერ, სწრაფი სირბილის დროს, შეუძლია გაირბინოს მცირე მანძილი მხოლოდ კუდსა და უკანა ფეხებზე დაყრდნობით.
ძირითადად იკვებება წვრილი მწერებითა და ობობებით. გამრავლების პერიოდი გრძელდება ივნისიდან აგვისტომდე. ერთ სეზონზე ორჯერ ან სამჯერ დებს კვერცხებს 5-6 ცალის რაოდენობით.
შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის სტატუსით (VU D2).


ხმელთაშუაზღვეთის კუ Testudo graeca L.



ხმელთაშუაზღვეთის კუს ჯავშნის სიგრძე 29 სმ-ს აღწევს. ღია-წენგოსფერ ან მოყვითალო-მურა ფონზე განლაგებული აქვს შავი ლაქები.
გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიასა და ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება შიდა და ქვემო ქართლში, ივრის ზეგანზე, ალაზნის ველზე.
ხმელთაშუაზღვეთის კუ საბინადროდ ირჩევს ბუჩქნარით და მეჩხერი ტყით დაფარულ მშრალ ველებსა და მთის ფერდობებს, დაბლობების ნათელ ტყეებს და მდელოებს. ძირითადად იკვებება ბალახეული მცენარეულობით, მაგრამ შეიძლება შეჭამოს მოლუსკები, მწერები, ჭიები.
გამრავლების პერიოდი იწყება მაისიდან. ზაფხულის სეზონში ერთ ჯერზე დებს 2-8 ცალ კვერცხს. ახალგაზრდა კუები, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირზე გამოდიან მომდევნო წლის გაზაფხულზე, ხოლო სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 11-13 წლის ასაკისათვის. ხმელთაშუაზღვეთის კუ მეტად ნელა იზრდება.
დღეისათვის ამ რეპტილიის რიცხვი მკვეთრადაა შემცირებული. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) მიერ შემუშავებულ საერთაშორისო წითელ ნუსხაში გლობალურად მოწყვლადის (VU A1cd) სტატუსით, ასევე საქართველოს წითელ ნუსხაში ანალოგიური სტატუსით.

ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC