ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მდ. ალგეთის სათავეებში. მისი ფართობი 6822 ჰა-ს შეადგენს. პარკის ტერიტორია ხასიათდება მთა-გორიანი რელიეფით, საშუალო სიმაღლე 1000 მ.ზ.დ., უმაღლესი წერტილია კლდეკარი.
დაბა მანგლისის მახლობლად 1965 წელს დაარსდა ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელსაც 2007 წელს მას მიენი
ჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ამ დაცული ტერიტორიის შექნის ძირითადი მიზანი ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრის დაცვაა.
ეროვნული პარკი ქალაქ თბილისიდან 60 კილომეტრითაა დაშორებული და ავტომობილით მგზავრობის დრო საშუალოდ 2 სთ-ს შეადგენს. პარკის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს დაბა მანგლსში, კურორტის ქუჩა №4-ში (ტელ.: 599 50 80 94).
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება ქვემო ქართლის ერთ-ერთი ძირითადი მდინარე ალგეთი. წელიწადის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ის პატარა მთის მდინარეა, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით, თუმცა გაზაფხულობით საგძნობლად დიდება.

ალგეთის ეროვნული პარკში შესაძლებელია ფაუნის შემდეგი წარმომადგენლების ნახვა: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.



აღნიშნულ მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდი იწყება მარტ-აპრილიდან (ყვავილობა) და გრძელდება ოქტომბერ-ნოემბრამდე (ნაყოფობა), რასაკვირველია თითოეული მცენარისათვის ეს პერიოდი მეტნაკლებად ვარირებს.

ამჟამად მიმდინარეობს ნაკრძალის ეროვნულ პარკად გარდაქმნის პროცესი. იგეგმება ალგეთის ნაკრძალის გაფართოება წალკის, კასპისა და თეთრიწყაროს რაიონების მიმართულებით. გაფართოების მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და ეკოტურიზმის განვითარება.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
Комментариев нет:
Отправить комментарий