вторник, 19 ноября 2013 г.

როგორ მოვხვდეთ თეთრიწყაროში?

თეთრიწყაროს მეზობელი ადმინისტრაციული რაიონებია: წალკა, ბოლნისი, მარნეული. თითოეული რაიონული ცენტრიდან ქ. თეთრიწყაროსკენ მიემართება საავტომობილო გზა და მიკროავტობუსები გარკვეული დროის შუალედით.
თბილისის ნავთლუხის ავტოსადგურიდან ყოველდღე, ნახევარი საათის ინტერვალით, გადის სამარშრუტო ტაქსები თეთრიწყაროს მიმართულებით. ბოლო გაჩერება - თეთრიწყაროს ავტოსადგური. თეთრიწყაროში მოხვედრა შესაძლებელია აგრეთვე დაბა მანგლისიდან. ქალაქ რუსთავიდანაც მოძრაობს მიკროავტობუსები თეთრიწყაროს მიმართულებით.
თეთრიწყარო თბილისიდან 60 კმ მანძილითაა დაშორებული და ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 საათს შეადგენს. თბილისიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზა მიუყვება თბილისი-მარნეულის ტრასას, სოფელ კოდასთან კი უხვევს დასავლეთით. პირველი დასახლებული პუნქტია სოფელი მუხათი, შემდეგ არის სოფელი ასურეთი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ გერმანული კულტურის ძეგლები - ფახვერკიანი სახლები და ლუთერანული ეკლესია. შემდეგი დასახლებული პუნქტებია ჯორჯიაშვილი, საღრაშენი, ფარცხისი და ჩხიკვთა.
სოფელ ფარცხისთან გზა ორად იყოფა, მარჯვნივ მიუყვება მდ. ალგეთის ხეობას და მიემართება მანგლისისაკენ, მარცხნივ კი გადაკვეთს მდინარეს და მიემართება თეთრიწყაროსკენ.
თეთრიწყაროს რაიონის სატრანსპორტო სისტემა
გზის მონაკვეთი
მონაკვეთის სიგრძე
თბილისი - კოდა
28 კმ
კოდა - თეთრიწყარ
26,2 კმ
ფარცხისი - მანგლისი
23 კმ
მარნეული - თეთრიწყარო
88,7 კმ
თეთრიწყარო - ბოლნისი
20,4 კმ
თეთრიწყარო - წალკა
67 კმ


ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 



Комментариев нет:

Отправить комментарий