თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია:
ქალაქ თეთრიწყაროში მდებარეობს XIX-XX სს.-ში აგებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. არსებული ტაძრის გვერდით, ადრეული ეკლესიის ნანგრევებია. ტაძარი შემოზღუდულია გალავნით. არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესიის ირგვლივ არსებული საფლავის ქვები.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის არქიტექტურულ ძეგლებს განეკუთვნება. ეკლესია აგებულია ქვითა და დუღაბით, სამშენებლო წყობა თარაზულია. ეკლესიის საბურველი თუნუქისაა.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ორსაფეხურიანი ცოკოლი; ნაოთხალიანი კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - თაღოვანი. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. ეკლესიის შიდა გადახურვა გუმბათოვანია, აფსიდის გადახურვას კონქი წარმოადგენს.
ეკლესია მოქმედია. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია.

აბელია:
აბელია, ახლანდელი აბელიანი, არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი სოფელია ქვემო ქართლში. იგი თეთრიწყაროდან 5 კმ-ში მდ. ალგეთის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სოფლის აღმოსავლეთით, მაღლობზე თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას, ნახევარწრიული აბსიდით აღმოსავლეთით. ინტერიერი სამი სარკმლით ნათდება. დასავლეთის სარკმლისა და სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებულია ქვაში ამოკვეთილი ჯვრები. ეკლესიაში ჩანს მოხატულობის კვალი. საყურადღებოა ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი.
ეკლესიის სატრიუმფო თაღის ქვედა რეგისტრში საინტერესო დეკორატიული მოტივია გამოყენებული. არქიტრავის ქვის ორივე მხარეს მძლავრი კრონშტეინებია ორნამენტულად შემკული, რომელზედაც სავარაუდოდ სამხრეთის მინაშენის თაღები გადადიოდა.
ეკლესიის სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წწ. შორის. წარწერის ავტორი - მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაისძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით-ნარინი, აგრეთვე რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი.
მონღოლთა ბატონობის მძიმე პერიოდში, ასეთი ლამაზი ძეგლის შექმნა ფრიად მნიშვლელოვანია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიისთვის. გარდა ამისა ეს ერთადერთი ძეგლია საქართველოში, სადაც ორი დავითია ნახსენები. მიუხედავად დიდი ხნოვანებისა, ეკლესია დაზიანებულია (დაზიანების 1 კატეგორია) და დღემდე არაა მოქმედი.
სოფელი ალექსეევკა მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდ. ასლანკის მარჯვენა ნაპირზე, რაიონული ცენტრიდან 13 კმ-ზე. სოფელ ალექსეევკის მახლობლად არის მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია „დრიანეთი“. ეკლესია X-XI სს. განეკუთვნება.
ეკლესია არამოქმედია. სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს. სამშენებლო წყობა ცხოველხატულია. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 2 კატეგორია). ეკლესიის გარეთა პერანგი ნაწილობრივ მორღვეულია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარკმლებს ფართო ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ინტერიერის სივრცე გაშლილია. კედლის გრძივი და საბჯენი თაღები გეომეტრიულორნამენტიან კაპიტელებს ეყრდნობა. აფსიდი ნახევარწრიულია, კარი და სარკმელი თაღოვანი. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია მინაშენი, რომელიც ამჟამად ძლიერაა დაზიანებული, როგორც ჩანს იგი კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებდა.
ლუთერანული ეკლესია (XIXს)
სოფელ ასურეთში მდებარეობს XIX ს-ში აგებული ლუთერანული ეკლესია. ერთსართულიანი ეკლესია ნაკლებდაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია). ფასადი გაფორმებულია ორსაფეხურიანი ცოკოლითა და სარკმლის თავსართით. ლავგარდანი რელიეფური ფრიზითაა მორთული. კარი და სარკმელები თაღოვანია, გაფორმებულია ჩუქურთმიანი არშიით.

ალექსეევკა:

ასურეთი:
სოფელი ასურეთი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ასურეთისხევის (ალგეთის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, რაიონული ცენტრიდან 20 კმ-ში.
თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორია წარსულში მჭიდროდ იყო დასახლებული. მრავალრიცხოვანი მტრის თავდასხმა-შემოსევებმა და თარეშმა, რასაც ხელს უწყობდა ქართველ მემამულე-ფეოდალთა შორის გამუდმებული შუღლი, დიდად შეამცირა აქაურ მცხოვრებთა რაოდენობა. უამრავ ბრძოლაში გადარჩენილი ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი მიწა-წყალი და საქართველოს უფრო უშიშარ მხარეში გადასახლებულიყო.
დანგრეული სოფლებიდან გახიზნული მოსახლეობის ნაწილმა XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან თავიანთ ნასახლარებში დაბრუნება დაიწყო. მათთან ერთად ხდებოდა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დასახლებაც. XIX საუკუნის დასაწყისიდანვე მეფის მთავრობამ დაიწყო საქართველოში უცხო ხალხის გადმოსახლება. მათ შორის იყვნენ გერმანელი კოლონიზატორები, რომელთა ჩამოსახლება საქართველოში 1818 წლიდან დაიწყო. მათი უმრავლესობა მდინარე ასურეთის პირას, უკაცრიელ და იავარქმნილ სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე დასახლდა და ამ ადგილს ელისაბედტალი ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის წინ, გერმანელების გადასახლების შემდეგ, ამ სოფელში რაჭველები ჩამოსახლდნენ და კვლავ აღსდგა სახელი ასურეთი.
ასურეთის ფახვერკიანი საცხოვრებელი სახლი (XIXს)
სოფელ ასურეთში დღესაც შესაძლებელია გერმანული, ე.წ. ფახვერკიანი სახლების ნახვა. ფახვერკი (გერმ. Fachwerk < Fach - პანელი, სექცია და Werk - საქმე, ნაგებობა) წარმოადგენს შემომღობი კონსტრუქციის ერთ-ერთ ტიპს. მას ძირითადად იყენებენ მცირესართულიან ნაგებობებში. ფახვერკი წარმოადგენს ხის ჰორიზონტალური და შვეული, აგრეთვე ირიბად განლაგებული ძელების სისტემით შექმნილ კარკასს, რომელშიც ღია ადგილები შევსებულია ქვით, აგურითა და სხვა მასალით. ფახვერკული ნაგებობები ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. თანამედროვე მშენებლობაში ხის კარკასიან, აგურით შევსებულ ფახვერკს ძირითადად თბილ ჰავიან რეგიონებში იყენებენ.
ერთ-ერთი სახლი XIX ს-ში ჩამოსახლებულ გერმანელების მიერაა აშენებული. სახლის გვერდითა ფასადებზე ფახვერკიანი კონსტრუქციებია. სახლში შენარჩუნებულია 2 სართულიანი სარდაფი, რომლის ქვედა დონეზე მარანია მოწყობილი, ხოლო ზედაზე სახლის ბუხარი და ღუმელი. საცხოვრებელი სართულების შიდა კედლები ფახვერკიანი კონსტრუქციითაა ნაშენი. სახურავი დახურულია კრამიტით. აივანი გაფორმებულია ჭვირული დეკორით. სიძველის გამო სახლი საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 1 კატეგორია), თუმცა იგი კვლავ მოქმედია.

ახალსოფელი:
ახალსოფელი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, მდ. ბაზისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, თეთრიწყაროდან 55 კმ-ზე. სოფელში არის X ს.-ის ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია.
ეკლესია გამოირჩევა თავისი აზიდული პროპორციებით, ლაპიდარული წარწერებითა და რელიეფებით. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია სცენა - „დანიელი ლომების ხაროში“. სამხრეთ ფასადზე მტრედებისა და ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებებია. ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებითაა მორთული დასავლეთის ფასადიც.
სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი - თაღოვანი; კარნიზი გეომეტრიულორნამენტიანია. ეკლესიის იატაკი მოჩუქურთმებულია. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. ეკლესიის გარშემო ბევრი ძველი საფლავის ქვაა. ეკლესია არამოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.

ბირთვისი:
ბირთვისი წარმოადგენს ციხე-სიმაგრეს ისტორიულ ქართლში. იგი თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 50კმ-ზე, თეთრიწყაროდან კი 5 კმ-ზეა განლაგებული. ბირთვისი ალგეთის ხეობაში, მდინარიდან 3-4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ისტორიულ წყაროებში ბირთვისის ციხე პირველად მოხსენიებულია XI ს-ში, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ჩამოართვეს ბირთვისი. ციხის ნანგრევებს შორის არის, როგორც განვითარებული ფეოდალიზმის (XI-XIII სს.), ისე გვიანფეოდალური ხანის ნანგრევები (XVI-XVIII სს.), როდესაც ბირთვისი ბარათაშვილების ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა.
ბირთვისი აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა, მისი მფლობელი კი პოლიტიკურად ბატონობდა მთელ ალგეთის ხეობაზე. ბირთვისის ციხე XVIIIს-ის ბოლომდე მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე.
ბირთვისის ციხე როდია ერთი ნაგებობა ანდა ნაგებობათა კომპლექსი. ადამიანს აქ მოხერხებულად გამოუყენებია ,,ბუნების საოცრება“. მეტად ძნელად მისადგომ მაღალ კლდეებს შუა იქმნება ბუნებრივი სიმაგრე - სხვადასხვა ზომისა და ფორმის მთები. ციხის მეპატრონეებს კედლებით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და ამრიგად, თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი შემოუფარგლავთ.
ყველაზე მაღალ კლდეზე დგას კოშკი „შეუპოვარი“, აქედან შეიძლება სიმაგრის მისადგომების დაზვერვა. ციხის მისასვლელი ჩაკეტილია კარიბჭით. თავდაცვით ნაგებობასთან ერთად დგას საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების შენობები, არის წყალსაცავიც.
ბირთვისის ციხე
ბირთვისის ციხე აგებულია V-VII სს.-ში. იგი გალავნით შემოზღუდულ 4 სართულიან ნაგებობას წარმოადგენს. გააჩნია ნაოთხალიანი კარი, სწორკუთხა ანუ არქიტრავული კარი, კარიბჭე-პორტალი. სათავდაცვო ელემენტებს სალოდეები წარმოადგენს.
ციხის საფორტიფიკაციო ფუნქცია ბუნებრივ კლდოვან მასივშია ჩაწერილი. კლდეშია გამოკვეთილი საფეხურები და წყალმომარაგების სისტემაც. დაზიანების 2 კატეგორია.
დევის ნარღვევი
ბირთვისის ციხის კომპლექსისკენ მიმავალ გზაზე, ორ კლდეს შორის გასაძრომ, ვიწრო, გრძელ ბუნებრივ კარიბჭეს დევის ნარღვევს უწოდებენ.
გოდოლი წყაროსთან
აგებულია V-VII სს.-ში. გოდოლი წყაროსთან წარმოადგენს 2 სართულიან, გალავნით შემოზღუდულ ცალკე მდგომ ნაგებობას. გააჩნია ერთადერთი სწორკუთხა ანუ არქიტრავული სარკმელი.
ბირთვისის წყაროს გოდოლი, ციხის სათავდაცვო კომპლექსის ქვედა ზღუდეს წარმოადგენს, საიდანაც კლდეებს შორის ციხისკენ მიმავალი ისტორიული ბილიკი ადის. დაზიანების 2 კატეგორია.
გოდოლი კლდის კონცხზე
2 სართულიანი გოდოლი აგებულია XI-XIII სს. და დგას კლდის კონცხზე - კოშკი „შეუპოვარი“, აქედან შეიძლება მთელი ციხე-სიმაგრის დაზვერვა. ინტერიერში განთავსებულია თახჩები, ნიშები.
დაზიანების 2 კატეგორია

ჭივჭავას მენჰირი:
ჭივჭავას მენჰირი მდებარეობს თეთრიწყარო-ალექსეევკის გზაზე, რაიონული ცენტრიდან 6 კმ-ის დაშორებით.
მენჰირი (ბრეტონული menhir<men – ქვა და hir - გრძელი), მეგალითური ნაგებობის მარტივი სახეობაა. თვით მეგალითები, უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობებია. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლებია: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები. მეგალითები გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა.
მენჰირი მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილ ერთ მთლიან ქვას წარმოადგენს. მისი სიმაღლე ჩვეულებრივ 4-5 მ-ია, არის უფრო დიდიც (უდიდესი მენჰირი 20მ სიმაღლისა და 300-მდე ტ წონისა, არის საფრანგეთში). მენჰირს საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. გავრცელებულია ჩრდ.-დასავლეთ ევროპაში, გვხვდება აზიასა და აფრიკაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - ციმბირსა და კავკასიაში.
ჭივჭავას მენჰირი წარმართული რელიგიის ძეგლს განეკუთვნება. იგი გზის პირას არის აღმართული, მიწიდან 2 მ-მდე, ოდნავ დაწვენილია.
ჩხიკვთა:
მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს, თეთრიწყაროდან 7 კმ-ში მდებარეობს სოფელი ჩხიკვთა. სოფლის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების ორი ძეგლია შემონახული: სოფლის სამხრეთით ჩხიკვთას სიონი, დასავლეთით კი წმ. გიორგის სახელობის მცირე ეკლესია.
ჩხიკვთას სიონი
ჩხიკვთას სიონი მოზრდილი ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთის მხარეს შვერილი ნახევრადწრიული აფსიდით და ორი შესასვლელით სამხრეთისა და დასავლეთის კედელში. შიდა სივრცე ნათდება 4 სარკმელით.
ჩხიკვთას „წმინდა გიორგი“:
სოფელ ჩხიკვთას დასავლეთით მდებარეობს კიდევ ერთი მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია. ტაძარი X ს.-ში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ეკლესია გამოირჩევა მაღალი პროპორციებით. კონქი კარგად გათლილი კვადრებითაა გადაყვანილი. დარბაზის გრძივი თაღები შედარებით პატარა ზომის ქვებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები ბაზალტის კრონშტეინებს ეყრდნობა.
ეკლესია ძლიერ დაზიანებულია (3 კატეგორია). ცილინდრული კამარის მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს. სამშენებლო წყობა ციკლოპურია. სწორკუთხა ანუ არქიტრავული კარი შიგნიდან თაღოვანია. თაღოვანია სარკმელიც. აფსიდი ნახევარწრიულია, საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე რელიეფური ჯვარი და ასომთავრული წარწერაა.
წყნარაბანო:
სოფელი წყნარაბანო მდებარეობს მდ. ხრამის მარცხენა მხარეს, თეთრიწყაროდან სამხ.-დასავლეთით 25 კმ-ზე. სოფლის მიდამოებში X-XII სს.-ის დარბაზული ტიპის ეკლესიაა მცირე მინაშენით.
ძეგლი დანგრეულია და მცენარეებითაა დაფარული (დაზიანების 1 კატეგორია), შემორჩა სამხრეთის მინაშენის გადახურვა. ჩრდილო კედელზე წყვილი თაღი გადადის. მთავარ სივრცეში შესასვლელ კარს ფართო ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება, მის თავზე ბოლნური ჯვარია გამოსახული, გარშემო კი ასომთავრული წარწერებია. აღსანიშნავია, ტიმპანის ქვა, რომელიც მთლიანდ წარწერებითაა დაფარული.
აფსიდი ნახევარწრიულია, რომელშიც განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. შიდა გადახურვა - თაღოვან-კამაროვანი. ნაოთხალიანი კარი გარედან თაღოვანია. თაღოვანია აგრეთვე სარკმელიც, რომელსაც ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. ეკლესია არამოქმედია.

წვერის წმ. გიორგის ეკლესია:
წვერის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია თეთრიწყაროს ჩრდ.-აღმოსავლეთით მაღალ კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. ეკლესიის აგების თარიღი უცნობია.
ეკლესია აგებულია შერეული სამშენებლო წყობით. სამშენებლო მასალას აგური, ქვა და დუღაბი წარმოადგენს. საბურველი თუნუქისაა. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა თაღოვანია. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. შიდა გადახურვა ცილინდრულია, აფსიდისა კი - კონქი. იატაკი კერამიკულია.
ფასადის მორთულობას ერთსაფეხურიანი ცოკოლი და აგურის ლავგარდანი წარმოადგენს. ნაოთხალიანი კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. სარკმელი - თაღოვანი.
ეკლესია მოქმედია, მისი დაზიანების ხარისხი 1 კატეგორიისაა.

დაღეთი:
მდ. ხრამის ხეობაში, სოფელ დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამიოდე კილომეტრზე მდებარეობს გამოქვაბულთა კომპლექსი - „მუგუთის ქვაბები“. აქ ხეობა შედარებით განიერია და კალაპოტის მახლობლად დავაკებას ქმნის. ტაფობი მოფენილია ნასახლარების, ციხე-კოშკების, ეკლესიებისა და სამეურნეო ტერასების ნაშთებით. ხრამის მცირე შენაკადი ღელეს ხეობის კანიონში, სართავესთან ახლოს, ერთმანეთის პირდაპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 კომპლექსი.
ხეობის მარცხენა კალთაში გამოკვეთილი კომპლექსი სამ იარუსად განლაგებული 26 გამოქვაბულისა და რამდენიმე ნაშთისაგან შედგება, მარჯვენა კომპლექსი კი - 19 გამოქვაბულისაგან, რომლის ორი ირიბი იარუსი მარჯვენა კიდეში ერთმანეთს ერწყმის. ორივე კომპლექსის ქვედა იარუსები ციცაბო ქარაფის ძირშია გამოკვეთილი და ადვილი მისადგომია, ზედა იარუსის ქვაბებში მოხვედრაც საკმაოდ მოხერხებული ტერასული გზებითაა შესაძლებელი.
მუგუთის ქვაბების ერთ-ერთ გამოქვაბულში ერთნავიანი ეკლესიაა მოწყობილი, რისთვისაც აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლები მთლიანად ამოუშენებიათ, ხოლო დანარჩენ კედლებად და ჭერად გამოქვაბულის კირით მოსწორებული ნაწილებია გამოყენებული. ეკლესიასთან მდებარეობს მოჩუქურთმებული ქვა, რომელიც აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოს ფრაგმენტი უნდა იყოს. მისი ორნამენტი XII-XIII საუკუნისაა. ეკლესიის სამხრეთით კიდევ ორი სათავსია ქვიტკირის კედლებით მოწესრიგებული და ნაწილობრივ მოლესილი. იქვე ერთი ვიწრო დაბოლოება კედლითაა გადატიხრული და მასში საძვალეა მოწყობილი.
აღნიშნული გამოქვაბულიდან ორასიოდე მეტრზე, წყალგამყოფი სერის გადაღმა, ხრამის ხეობის მარცხენა კალთაში, კირქვის მასივში გამოკვეთილია საინტერესო ძეგლი - მალული ეკლესია. ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება ვიწრო ხვრელით მოზრდილი ბუნებრივი მღვიმის შორეული კუთხიდან. თვით მღვიმის შესასვლელიც ვიწრო და შეუმჩნეველია.
ეკლესია სუფთადაა გამოკვეთილი რკინის წვეტიანი იარაღით, ერთნავიანია. ეკლესიის დასავლეთ კედელში მოწყობილი გასასვლელით ვხვდებით სათავსოში, სადაც გამოკვეთილია თარო-სარეცლები, წყლის რეზერვუარი, ცეცხლის დასანთები კერები. როგორც ეკლესია, ისე დამხმარე სათავსი სრულიად ბნელია. რადგან ეს ძეგლი მალული ღვთისმსახურების ნიშნებს ატარებს, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ იმ დროსაა შექმნილი, როდესაც ამ მხარეში ქრისტიანული რელიგია მკაცრად იდევნებოდა. ქვემო ქართლში დროის ასეთ ხანგრძლივ მონაკვეთად სასანური ირანის ექსპანსიის წლებს (V ს.) მიიჩნევენ. ეკლესიის ხუროთმოძღვრება უფრო ადრეული საუკუნეებისკენ იხრება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძეგლი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყის ეტაპებს უკავშირდება და მისი სახით უაღრესად საინტერესო, უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

დიდი კლდეისი:
დიდი კლდეისის „ღვთისმშობელი“
თეთრიწყაროდან დასავლეთით 30კმ-ზე მდებარეობს სოფელი დიდი კლდეისი. სოფლის ცენტრში დგას ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია ორი მინაშენით. მთავარი ეკლესია IX საუკუნისაა, ხოლო მინაშენები - გვიანი პერიოდის (XI ს.). ეკლესია თლილი ქვითაა მოპირკეთებული, ხოლო მინაშენები ფლეთილი ქვითაა ნაგები.
ტაძარი ძალზე დაზიანებულია (დაზიანების 1 კატეგორია). სამხრეთის მინაშენი მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მთავარი ეკლესიის კედლები. სამხრეთ კარის ტიმპანში გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტებია გამოსახული. კომპოზიციის ცენტრში არწივის თავზე აღმართულია აყვავებული ჯვარი, რომლის გარშემოც ასომთავრული წარწერებია. ჩრდილოეთის მინაშენიც დანგრეულია და მცენარეებითაა დაფარული. აღმოსავლეთის ფასადზეც ასომთავრული წარწერებია. აფსიდი ნახევარწრიულია, საკურთხევლის ნიშა – სწორკუთხა.
დიდი კლდეისის „წმინდა გიორგი“
სოფელ დიდ კლდეისში მდებარეობს კიდევ ერთი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი კლდეისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც V-VII სს. განეკუთვნება.
ტაძარი საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 2 კატეგორია). ეკლესიის კამარა და კონქი მონგრეულია. ამჟამად გადახურულია ორფერდა სახურავით. აღმოსავლეთ სარკმლის რელიეფური წარბის ქვეშ ჯვარია. ეკლესიის სამხრეთით ქვაჯვარის ბუდეა. კარი გარედან სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, ხოლო შიგნიდან თაღოვანი. სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული. საკურთხეველი ნალისებურია, აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხაა, მასში ტრაპეზეს ქვაა განთავსებული.

დისველი:
სოფელი დისველი მდებარეობს თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით. სოფლის მიდამოებში ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას.
ეკლესია V-VII სს.
დისველის დარბაზული ეკლესია V-VII სს.-ს განეკუთვნება. აგებულია ქვითა და დუღაბით, შერეული წყობით.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს რელიეფი, სარკმლის თავსართი; ფრონტონის მორთულობას - ჯვარი და აგურის ლავგარდანი. კარს გარშემო ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. სარკმელი თაღოვანია, კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანი.
აფსიდი ნალისებურია, საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია, აფსიდის გადახურვა კი კონქი. პილასტრი სწორკუთხაა. სვეტის პილასტრის მორთულობას კაპიტელი (სვეტისთავი) წარმოადგენს. ეკლესიის კამარა შეკიდულ პილასტრებს ებჯინებოდა. აღმ. სარკმლის თავზე რელიეფური წარბია. არქიტრავის ქვაზე, რელიეფური წარბის ქვეშ კვეთილი ჯვარია. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია (2 კატეგორია). ეკლესია არამოქმედია.

სოფელ დისველის მახლობლად მდებარეობს კიდევ ერთი V-VII სს.-ის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესია ნაგებია ქვითა და დუღაბით, სამშენებლო წყობა ცხოველხატული.
ეკლესიის კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. თაღოვანია სარკმელიც. აფსიდი ნალისებურია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. ტაძრის სხვადასხვა დეტალზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები.
ეკლესიის ჩრდ. კედელი და გადახურვა მონგრეულია. აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტია. ტაძარი არამოქმედია.
ეკლესია XI-XIII სს. :
სოფელ დისველთან მდებარეობს XI-XIII სს.-ის ეკლესია. არქიტექტურულ კომპლექსში შედის ეკლესია, გალავანი და კოშკი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა მინაშენით. ტაძარი აგებულია ქვითა და დუღაბით, სამშენებლო წყობა თარაზულია. ძეგლის საბურველს ლორფინი წარმოადგენს.
აფსიდი ნახევარწრიულია, საკურთხევლის ნიშა - თაღოვანი. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი, ბარელიეფი, სარკმლის თავსართი, ფრონტონის მორთულობას - ჯვარი, რელიეფები წმინდანებისა და ცხოველთა გამოსახულებებით. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. თაღოვანია სარკმელიც. კარსა და სარკმელს ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება.
ტაძრის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია, აფსიდის გადახურვა კონქი. კედლის გრძივი თაღები ნახევარწრიულია. სვეტის პილასტრის მორთულობას კაპიტელი წარმოადგენს. იატაკი მიწისაა.
ჩრდილოეთის მხრიდან ეკლესიას მცირე მინაშენი აქვს, რომელიც აღმოსავლეთით აფსიდით ბოლოვდება. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონში გამოსახული რელიეფური ჯვრის მარცხნივ, ადამიანის ფიგურა და ასომთავრული წარწერაა. ჯვრის მკლავებს ზემოთაც ადამიანის ფიგურებია გამოსახული. ეკლესია არამოქმედია, საკმაოდ დაზიანებული (დაზიანების 1 კატეგორია).
ეკლესია XIV-XVIII სს. :
სოფელ დისველის მახლობლად მდებარეობს XIV-XVIII სს.-ის დარბაზული ტიპის ეკლესია. ეკლესიის გარდა არქიტექტურულ კომპლექსში შედის გალავანი, სენაკები, საფლავის ქვები.
ტაძარის სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს, სამშენებლო წყობა შერეულია. აფსიდი (საკურთხეველი) ნახევარწრიულია; საკურთხევლის ნიშა – სწორკუთხა. სარკმელი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანი; აფსიდის გადახურვა კონქი.
ეკლესია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილით მიშენებულია განვ.შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიაზე. ტაძარი არამოქმედია, საკმაოდ დაზიანებული (დაზიანების 3 კატეგორია).
„ქრისტეს ჯვრის ამაღლების“ ეკლესია:
სოფელი ღოუბანის მიდამოებში დგას კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც XIV-XVIII სს.-ს განეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაშენია ქვისა და აგურის წყობათა მონაცვლეობით, სამშენებლო წყობა თარაზული.
აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი, ფრონტონის მორთულობას - ჯვარი; კარი და სარკმელი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია.
ეკლესიის შიდა სივრცე ხის კამარითაა გადახურული. პილასტრი სწორკუთხაა. იატაკი ქვისაა. ეკლესიის საბურველი თუნუქისაა. ტაძრის გარეთ ქვის ვერძის ქანდაკება და საფლავის ქვებია. ეკლესია მოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
ღოუბანის დარბაზული ეკლესია
სოფლის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ძეგლი - დარბაზული ტიპის ეკლესია დგას. ტაძარი XIV ს.-შია აგებული.
ეკლესია რესტავრირებულია. კედლის პერანგის ქვედა ნაწილი ძეგლის თანადროულია. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული, მასში ტრაპეზეს ქვაა განთავსებული. საკურთხევლის ნიშა - თაღოვანია (კანკელი).
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ცოკოლი, ბარელიეფი. ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარნიზი - რელიეფური ფრიზი; სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი (სვეტისთავი). პილასტრი სწორკუთხაა. დარბაზის გადახურვა კამაროვანია, შეისრული. აფსიდის გადახურვა კონქი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი - თაღოვანი.
ეკლესია აშენებულია ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა შერეული. ტაძრის საბურველი კრამიტისაა. იატაკი არის ქვის. ტაძარს გარს გალავანი აქვს შემოვლებული. ეკლესია არამოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
გოხნარის წმ. გიორგის ეკლესია
სოფელ გოხნარის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ძეგლი - X ს.-ში აგებული, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა მინაშენით. აგებულია ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა ცხოველხატული.
ეკლესიის დარბაზს საფეხური დაუყვება. საკურთხევლის წინ, ბუდეში ჩასმული მრგვალი ორნამენტირებული სვეტის ძირია. ჩრდილოეთ პილასტრზე დიდი ლაპიდარული წარწერაა. ეკლესიის ჩრდილო მინაშენი მონგრეულია. სამხრეთ სწორკუთხა მინაშენის, ჩრდილოეთ კედელზე მეომრების ოთხფიგურიანი დიდი ბარელიეფია, რომლის ჩარჩოსაც ლაპიდარული წარწერა მიუყვება. დასავლეთ ფასადის სარკმელს პროფილირებული წარბი აქვს. შემორჩენილია კედლის მხატვრობის (ფრესკა) ფრაგმენტები.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული (ამბიონი). მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა – სწორკუთხაა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს რელიეფი, ერთსაფეხურიანი ცოკოლი, ბარელიეფი, სარკმლის თავსართი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, თაღოვანი შიგნიდან. თაღოვანია სარკმელიც.
ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია - რკინა-ბეტონის. აფსიდის გადახურვა კონქი. კედლის გრძივი თაღები ნახევარწრიულია, სვეტი მრგვალი, პილასტრი სწორკუთხა. სვეტის პილასტრის მორთულობას კაპიტელი (სვეტისთავი) წარმოადგენს. ეკლესიის გარშემო საფლავის ქვებია. ძეგლი დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია).
ძვ. გოხნარის ეკლესია
სოფელ გოხნარიდან ჩრდილო-დასავლეთით ცოტა დაშორებით (ძველი გოხნარის მახლობლად), მდებარეობს X ს.-ის დარბაზული ტიპის ეკლესია. ტაძარი მაღალი, აზიდული პროპორციებით გამოირჩევა. გარე და შიდა კედლები ამოყვანილია დიდი ზომის კარგად თლილი, ჩალაგებული კვადრებით. შემორჩენილია ოდნავ ისრული ფორმის კონქი და დარბაზის კამარის საბჯენი ისრული თაღი, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობა. დარბაზში შესასვლელი სამხრეთის კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი - თაღოვანი. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხაა. შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია, აფსიდის გადახურვა კონქი.
აღმოსავლეთიდან ეკლესიას სწორკუთხა ფორმის საძვალე-სამარხი აქვს მიდგმული, რომელიც ორფერდა სახურავითაა დახურული. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ჩანგრეულია. საძვალეში მოთავსებულია უზარმაზარი ბაზალტის ქვა ასომთავრული წარწერით. ეკლესიის გარშემო საფლავის ქვებია. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია).

დმანისი:
სოფელი დმანისი მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, რაიონული ცენტრიდან 11 კმ-ზე. სოფლის მახლობლად მდებარეობს XIV-XVIII სს. დარბაზული ტიპის, ქვით ნაგები, მცირე ეკლესია - „კლდის ჯვარა“.
ეკლესიის კარი და სარკმელი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, აფსიდი - ნახევარწრიული. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ლავგარდანი (კარნიზი). ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 2 კატეგორია), მისი სახურავი დაცურებულია და დაფარულია მცენარეებით.

ღოუბანი:
სოფელი ღოუბანი თეთრიწყაროს რაიონში, თელეთ-საყარაულოს ქედის სამხრეთ კალთაზეა გაშენებული, თეთრიწყაროდან 29 კმ მანძილზე. სოფლის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი დგას.
ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია
სოფლის ჩრდილოეთით დგას ეკლესია „ორმოცნი“, ანუ ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია. ტაძარი XVI ს.-შია აგებული. ეკლესია ორიგინალური ტიპოლოგიისაა, წარმოადგენს კუპელჰალეს. ნაშენია აგურით, სამშენებლო წყობა თარაზული.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული (ამბიონი), მასში ტრაპეზეს ქვაა განთავსებული. საკურთხევლის ნიშა - თაღოვანია (კანკელი). ფასადის მორთულობას წარმოადგენს ლავგარდანი (კარნიზი). კარი და სარკმელი თაღოვანია.
ეკლესიის შიდა გადახურვა გუმბათოვანია, აფსიდის გადახურვა კონქი. კედლის გრძივი თაღები შეისრულია. იატაკი ქვისაა. ეკლესიის საბურველი თუნუქისაა.
არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი, კოშკი, სამრეკლო. სამხრეთიდან ეკლესია სამსართულიანია, მიდგმული აქვს ასევე აგურით ნაშენი კოშკი, რომლის ზედა სართული სამრეკლოა. ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია მოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია
სოფლის ჩრდილოეთით დგას ეკლესია „ორმოცნი“, ანუ ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია. ტაძარი XVI ს.-შია აგებული. ეკლესია ორიგინალური ტიპოლოგიისაა, წარმოადგენს კუპელჰალეს. ნაშენია აგურით, სამშენებლო წყობა თარაზული.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული (ამბიონი), მასში ტრაპეზეს ქვაა განთავსებული. საკურთხევლის ნიშა - თაღოვანია (კანკელი). ფასადის მორთულობას წარმოადგენს ლავგარდანი (კარნიზი). კარი და სარკმელი თაღოვანია.
ეკლესიის შიდა გადახურვა გუმბათოვანია, აფსიდის გადახურვა კონქი. კედლის გრძივი თაღები შეისრულია. იატაკი ქვისაა. ეკლესიის საბურველი თუნუქისაა.
არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი, კოშკი, სამრეკლო. სამხრეთიდან ეკლესია სამსართულიანია, მიდგმული აქვს ასევე აგურით ნაშენი კოშკი, რომლის ზედა სართული სამრეკლოა. ღოუბანის „ორმოცნის“ ეკლესია მოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
„ქრისტეს ჯვრის ამაღლების“ ეკლესია:
სოფელი ღოუბანის მიდამოებში დგას კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც XIV-XVIII სს.-ს განეკუთვნება. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაშენია ქვისა და აგურის წყობათა მონაცვლეობით, სამშენებლო წყობა თარაზული.
აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი, ფრონტონის მორთულობას - ჯვარი; კარი და სარკმელი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია.
ეკლესიის შიდა სივრცე ხის კამარითაა გადახურული. პილასტრი სწორკუთხაა. იატაკი ქვისაა. ეკლესიის საბურველი თუნუქისაა. ტაძრის გარეთ ქვის ვერძის ქანდაკება და საფლავის ქვებია. ეკლესია მოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
ღოუბანის დარბაზული ეკლესია
სოფლის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ძეგლი - დარბაზული ტიპის ეკლესია დგას. ტაძარი XIV ს.-შია აგებული.
ეკლესია რესტავრირებულია. კედლის პერანგის ქვედა ნაწილი ძეგლის თანადროულია. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული, მასში ტრაპეზეს ქვაა განთავსებული. საკურთხევლის ნიშა - თაღოვანია (კანკელი).
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ცოკოლი, ბარელიეფი. ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარნიზი - რელიეფური ფრიზი; სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი (სვეტისთავი). პილასტრი სწორკუთხაა. დარბაზის გადახურვა კამაროვანია, შეისრული. აფსიდის გადახურვა კონქი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი - თაღოვანი.
ეკლესია აშენებულია ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა შერეული. ტაძრის საბურველი კრამიტისაა. იატაკი არის ქვის. ტაძარს გარს გალავანი აქვს შემოვლებული. ეკლესია არამოქმედია. დაზიანების 1 კატეგორია.
გოხნარი:
სოფელი გოხნარი თეთრიწყაროს რაიონში, მდ. ბაზისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, თეთრიწყაროდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
სოფლის მიდამოებში დგას ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი.
გოხნარის „წმ. მარიამი“
სოფლის მახლობლად მდებარეობს VIII-X სს.-ის დარბაზული ტიპის, ღვთისმშობლის სახელობის, მცირე ეკლესია. ძეგლი დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია), გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია. შემორჩენილია სატრიუმფო თაღის მცირე ფრაგმენტი. კედლები სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაშენი. სამშენებლო წყობა შერეული.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. ეკლესია არამოქმედია.
სოფლის მიდამოებში დგას ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლი.
გოხნარის „წმ. მარიამი“
სოფლის მახლობლად მდებარეობს VIII-X სს.-ის დარბაზული ტიპის, ღვთისმშობლის სახელობის, მცირე ეკლესია. ძეგლი დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია), გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია. შემორჩენილია სატრიუმფო თაღის მცირე ფრაგმენტი. კედლები სხვადასხვა ზომის ქვებითაა ნაშენი. სამშენებლო წყობა შერეული.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია. ეკლესია არამოქმედია.
გოხნარის წმ. გიორგის ეკლესია
სოფელ გოხნარის მახლობლად ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი ძეგლი - X ს.-ში აგებული, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა მინაშენით. აგებულია ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა ცხოველხატული.
ეკლესიის დარბაზს საფეხური დაუყვება. საკურთხევლის წინ, ბუდეში ჩასმული მრგვალი ორნამენტირებული სვეტის ძირია. ჩრდილოეთ პილასტრზე დიდი ლაპიდარული წარწერაა. ეკლესიის ჩრდილო მინაშენი მონგრეულია. სამხრეთ სწორკუთხა მინაშენის, ჩრდილოეთ კედელზე მეომრების ოთხფიგურიანი დიდი ბარელიეფია, რომლის ჩარჩოსაც ლაპიდარული წარწერა მიუყვება. დასავლეთ ფასადის სარკმელს პროფილირებული წარბი აქვს. შემორჩენილია კედლის მხატვრობის (ფრესკა) ფრაგმენტები.
აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული (ამბიონი). მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა – სწორკუთხაა. ფასადის მორთულობას წარმოადგენს რელიეფი, ერთსაფეხურიანი ცოკოლი, ბარელიეფი, სარკმლის თავსართი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, თაღოვანი შიგნიდან. თაღოვანია სარკმელიც.
ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია - რკინა-ბეტონის. აფსიდის გადახურვა კონქი. კედლის გრძივი თაღები ნახევარწრიულია, სვეტი მრგვალი, პილასტრი სწორკუთხა. სვეტის პილასტრის მორთულობას კაპიტელი (სვეტისთავი) წარმოადგენს. ეკლესიის გარშემო საფლავის ქვებია. ძეგლი დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია).
ძვ. გოხნარის ეკლესია
სოფელ გოხნარიდან ჩრდილო-დასავლეთით ცოტა დაშორებით (ძველი გოხნარის მახლობლად), მდებარეობს X ს.-ის დარბაზული ტიპის ეკლესია. ტაძარი მაღალი, აზიდული პროპორციებით გამოირჩევა. გარე და შიდა კედლები ამოყვანილია დიდი ზომის კარგად თლილი, ჩალაგებული კვადრებით. შემორჩენილია ოდნავ ისრული ფორმის კონქი და დარბაზის კამარის საბჯენი ისრული თაღი, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობა. დარბაზში შესასვლელი სამხრეთის კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია; სარკმელი - თაღოვანი. აფსიდი ნახევარწრიულია, მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხაა. შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია, აფსიდის გადახურვა კონქი.
აღმოსავლეთიდან ეკლესიას სწორკუთხა ფორმის საძვალე-სამარხი აქვს მიდგმული, რომელიც ორფერდა სახურავითაა დახურული. მისი აღმოსავლეთ ნაწილი ჩანგრეულია. საძვალეში მოთავსებულია უზარმაზარი ბაზალტის ქვა ასომთავრული წარწერით. ეკლესიის გარშემო საფლავის ქვებია. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 3 კატეგორია).
გუდარეხი:
სოფელი გუდარეხი მდებარეობს ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, თეთრიწყაროდან 8 კმ-ზე.
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი-სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: სამონასტრო კომპლექსისაგან, რომელიც თლილი ქვით ნაგები, ბურჯებიანი მაღალი ზღუდითაა შემოფარგლული და ზღუდის ჩრდილოეთითა და ჩრდ.-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938-1939 წლებში სამონასტრო კომპლექსი გაითხარა (ხელმძღვ. ლ. მუსხელიშვილი) და გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდ.-დასავლეთით და სხვ. (XVI-XVII სს.). აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა-გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს XIII ს-ში გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე.
სამონასტრო კომპლექსში შედის ფასადთა კომპოზიციების ორიგინალობით, მდიდარი ჩუქურთმით, სავადასხვა ფერის ქვის ლამაზი წყობით გამორჩეული ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო. ეკლესიის სამხრეთის კედლის წარწერიდან ირკვევა, რომ იგი რუსუდანის მეფობის დროს - 1222-1245 წლებში, აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს წმ. გიორგის სახელზე. ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით. მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი - მოჩუქურთმებული კვადრატები. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია - სამხრეთით კარიბჭე, ხოლო ჩრდილოეთით ეგვტერი (ამჟამად ორივე დანგრეულია).
ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წ. დიმიტრი თავდადებულის ხანაში, მეფის ჯვარის მტვირთველი მღვდლის აბრაჰამის მიერ. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლო კარგად გათლილი, ფერადი ქვებითაა ნაშენი. მისი ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა - სადგომი. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს სახ. ხელოვნების მუზეუმში.
მონასტრის მთელი კომპლექსი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და არამოქმედია. 2007 წლიდან კეთილი ნების ადამიანებმა დაიწყეს მის აღდგენაზე ზრუნვა და ალბათ ერთ-ორ წელიწადში დამთვალიერებელი იხილავს აღორძინებულ და უკვე მოქმედ ლამაზ ძეგლ-სამოსახლოს.
არქიტექტურულ კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, მარანი, საწნახელი, ეგვტერი - მცირე სალოცავი, სამრეკლო, საფლავის ქვები.
გუდარეხის სასახლე
სასახლე აგებულია XIII ს.-ში. შენობისგან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი. ორქანობიანი სახურავი დახურულია კრამიტით. ჩრდილო კედლის შუა ნაწილში ხის კოჭის ბუდეებია. კარ-ფანჯარა თაღოვანია. მე-2 სართულის სარკმლებში და კედელზე ფრესკის კვალია შემორჩენილი. სასახლე არამოქმედია.
გუდარეხის მთავარი ეკლესია
გუდარეხის კომპლექსის მთავარი ეკლესია აგებულია თამარ მეფის ასულის რუსუდანის დროს, ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძის მიერ 1222-1245 წწ. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დახურულია ლორფინით. შესანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი თავისი ჩუქურთმებით. ინტერიერში შემორჩენილია კედლის მხატვრობა. სამხრეთ ფასადის შეწყვილებულ სარკმლებსაც ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება, რომელიც ამჟამად საკმაოდაა დაზიანებული. ამავე მხარესაა დიდი ასომთავრული წარწერა. ტაძრის აფსიდი (საკურთხეველი) ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. საკურთხევლის ნიშა თაღოვანი ფორმისაა. ტაძარი არამოქმედია, დაზიანების 1 კატეგორია.
მონასტრის მცირე ეკლესია
გუდარეხის არქიტექტურულ კომპლექსში შედის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც XVIII ს-შია აგებული. ეკლესია დახურულია ლორფინით. ფასადის მორთულობას წარმოადგენს რელიეფური ფრიზი. კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, სარკმელი – თაღოვანი. ინტერიერში აფსიდს ერთსაფეხურიანი ხარისხი დაუყვება. კრონშტეინის საბჯენ კაპიტელზე ასომთავრული წარწერაა ამოტვიფრული. დაზიანების 1 კატეგორია.
ეკლესია მონასტრის გარეთ
გუდარეხის მონასტრის გარეთ მდებარეობს XIII ს-ის დარბაზული ეკლესია. ფასადის მორთულობას წარმოადგენს 2 საფეხურიანი ცოკოლი, ბარელიეფი. ფრონტონის მორთულობა ჯვარი და მცენარეული ორნამენტია. კარი - ნაოთხალიანია, სარკმელი - თაღოვანი. აფსიდი ნახევარწრიულია. ეკლესიის ინტერიერში საკურთხევლის ნიშები მაღალია და იატაკიდან იწყება. ტრაპეზის ქვა ნაშვერ თაროს წარმოადგენს. სახურავს კეხი გასდევს და ლორფინითაა დახურული. დაზიანების 1 კატეგორია.
კოშკი
გუდარეხის არქიტექტურულ კომპლექსში შედის 4 სართულიანი ცალკემდგომი კოშკი, რომელიც აგებულია XI-XIII სს. კოშკი სწორკუთხა ფორმისაა, დახურულია ყავარით. ინტერიერი შელესია, რომელშიც განთავსებულია თახჩები და ნიშები. სამხრეთის მხრიდან კონტრფორსი აქვს მიდგმული. სართულშუა გადახურვა არაა შემორჩენილი. მე-3 სართულზე ხის აივანია. მე-4 სართულზე წყვილ-წყვილი სალოდეებია მოწყობილი. დაზიანების 1 კატეგორია.
სამრეკლო
გუდარეხის სამრეკლო აგებულია 1278 წ. მეფე დემეტრე თავდადებულის დროს (ყველაზე ძველი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში). სამრეკლოს I სართული კვადრატული ფორმისაა, რომელიც დასავლეთით და აღმოსავლეთით თაღებითაა გახსნილი, შიდა გადახურვა ცილინდრულია. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია, მასში მოხვედრა შეიძლება დასავლეთიდან მიდგმული ქვის კიბით. სამრეკლო გადახურულია ლორფინით. დაზიანების 1 კატეგორია.
მარანი
მარანი გუდარეხის კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იგი აგებულია XI-XIII სს. მარანი ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილია ქვევრის ფრაგმენტები, საწნახელის ნაშთი. აღმოსავლეთ მხარეს იკითხება თაღოვანი სარკმელი და კარი, რომლებიც ნატიფი ჩუქურთმითაა შემკული. დაზიანების 3 კატეგორია.

კლდეკარი:
ქართული ციხე-დარბაზისა და ციხეების მდებარეობას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი. ამ მხრივ გამოირჩევა კლდეკარი.
კლდეკარი, მწვერვალი და ხელოვნური კარის მსგავსი გასასვლელია თრიალეთის ქედის თხემზე მდებარე კლდეში, მდინარეების თეძამისა და ალგეთის წყალგამყოფზე, მანგლისიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კმ-ზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე. კლდეკარის მიდამოები შემოსილია ალპური და შერეული ტყით.
ქვემო ქართლიდან შიდა ქართლის ცენტრში მიმავალი მგზავრი გვერდს ვერ აუვლიდა ამ კლდეკარს, რომლის მახლობლად ქედის თხემზე ოდესღაც ამაყად იყო წამომართული ბაღუაშთა ძლიერი გვარის ციხე-დარბაზი. აქედან ხელისგულივით მოჩანდა სამხრეთითა და აღმოსავლეთით - წალკისა და მანგლისის მიდამოები, ჩრდილოეთით კი - ტანისა და თეძამის ხეობები.
მემატიანეს ცნობით, კლდეკარის ციხე აუგია ლიპარიტ ერისთავს IX ს.-ის 70-იანი წლების ბოლოს. ამ ციხის აგება, მთელი მისი არსებობა და დაქცევაც უშუალოდ ბაღუაშთა გვარის აღზევებასთან, ცენტრალური ხელისუფლებისა თუ მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ მათ ბრძოლასთანაა დაკავშირებული. 2 საუკუნის მანძილზე კლდეკარი კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო.
კლდეკარის ციხე-დარბაზიდან უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა გადარჩენილი. სამწუხაროდ, არც ნაგებობათა მასშტაბი ირკვევა. ციხის ერთ-ერთი მონაკვეთის ბოლოში კოშკების ნანგრევებია. მიწის ზემოთ სასახლეთა ნაშთებიც კი აღარ ჩანს.

მაწევანი:
თეთრიწყაროს მახლობლად (8 კმ-ის დაშორებით), მდინარე ალგეთის ხეობაში ზ.დ. 960 მ-ზე, მდებარეობს სოფელი მაწევანი. სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე აგებულია დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია, რომელიც XI-XIII სს.-ით თარიღდება.
სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს. სამშენებლო წყობა თარაზულია. ნაოთხალიანი კარი გარედან სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, შიგნიდან - თაღოვანი. თაღოვანია აგრეთვე სარკმელიც. აფსიდი ნახევარწრიულია, რომელშიც განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხაა.
ეკლესია არამოქმედი და საკმაოდ დაზიანებულია (1 კატეგორია). ეკლესიის ჩრდილო კედელი დანგრეულია. შემორჩენილია კონქის ფრაგმენტი. სამხრეთ ფასადზე კარის ტიმპანში ასომთავრული წარწერაა. წარწერაა კარის დასავლეთითაც, საპირე ქვაზე. ეკლესიაში ბევრი საფლავის ქვაა.

მანგლისი:
თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 60 კმ-ის მანძილზე (თეთრიწყაროდან 42 კმ-ზე), თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, გაშენებულია დაბა მანგლისი, რომლის განაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. IV ს. 30-იან წლებში აქ უკვე იდგა ქვის ეკლესია, რომლის ნაცვლად V ს. II ნახევარში ახალი ეკლესია ააგეს. XI ს. I მეოთხედში, გიორგი I-ის დროს (1014-1027 წწ.), იგი საფუძვლიანად გადააკეთეს და გააფართოვეს.
მანგლისი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. XI საუკუნეში მანგლისში იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები. 1048 წელს გადაიწერა მათეს სახარება ეტრატზე, რომელიც გელათის კოლექციაშია დაცული.
მანგლისის „ღვთიშობლის მიძინების“ ტაძარი გეგმით ტეტრაკონქია. იგი გარედან აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული მრავალკუთხედის ფორმისაა და მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული. აქვს ნახევარწრიული მკლავები, რომელთაგან სამს - სამხრეთისას, ჩრდილოეთისას და დასავლეთისას - ბემები არა აქვს და უშუალოდ ერთვის გუმბათქვეშა სივრცეს, აღმოსავლეთის მკლავი კი წინ არის წაწეული და ცენტრალური სივრცისაგან გამოყოფილია განიერი ტრანსეპტით. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთ აფსიდის აქეთ-იქით კედელში მცირე ზომის თითო მაღალი სათავსია, რომლებიც თავდაპირველად ღრმა ნიშებს წარმოადგენდა. ტაძარი კარგად ნათდება თორმეტწახნაგა გუმბათის ყელში დატანებული ექვსი სარკმლით. სარკმლები გაჭრილია აგრეთვე აფსიდისა და ტრანსეპტის მკლავებში.
ტაძარს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. XI ს.-ში შესასვლელებს კარიბჭეები მიაშენეს. შენობა როგორც გარედან ისე შიგნიდან შემოსილია რუხი ფერის ბაზალტის თლილი კვადრებით. დასავლეთ კარიბჭის შესამოსად გამოყენებულია მოყვითალო ფერის ქვა.
ძეგლი მდიდრულადაა შემკული. ყურადღებას იქცევს ფასადთა ჩუქურთმები (სარკმელთა საპირეები, ლავგარდანები), კარიბჭეთა მორთულობა (XI ს.), კერძოდ სამხეთ კარიბჭის ვარსკვლავისებრი კამარა.
ტაძრის გუმბათში შემორჩენილია XI ს.-ის I მეოთხედის ფრესკის ფრაგმენტები. მხატვრობაში გამოსახულია ლომზე მჯდომი ჭაბუკი - მაჰმადი. როდესაც საქართველოში მაჰმადიანთა შემოსევის დროს ისპობოდა ყოველივე, რაც დაკავშირებული იყო ქრისტიანობასთან, აღნიშნული გამოსახულების გამო მანგლისის ტაძარი ხელუხლებელი რჩებოდა.
XIX ს. 50-60-იან წლებში ეკლესია შელესეს, შეათეთრეს და ზოგი უცხო ხასიათის დეტალიც დაუმატეს. განაახლეს გალავანი სამხრეთ შესასვლელში, ძველი ოთხკუთხა კოშკის ადგილზე ააგეს ახალი სამრეკლო, რომლის პირველი სართულის თაღის ქვეშ ჭიშკარია. გალავნის შიგნით შეიმჩნევა სხვადასხვა ნაგებობათა კვალი. სამხრეთ კარიბჭის წინ მონოლითურ ქვის ბაზისზე აღმართულია ტოლმკლავებიანი ქვის ჯვარი.
ამჟამად მანგლისის ტაძარი მოქმედია და კარგადაა დაცული (დაზიანების 1 კატეგორია). ტაძრის ტერიტორიაზე არის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საზაფხულო რეზიდენცია და წალკა-მანგლისის მიტროპოლიტის ადგილსამყოფელი.

მარაბდა:
მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეზე, მარნეულის მახლობლად მდებარეობს ცნობილი სოფელი მარაბდა. მარაბდა, თეთრი წყაროს რაიონის სოფლების ძველი მარაბდისა და ახალი მარაბდის ძველი სახელწოდებაა.
სოფლის სახელწოდება მდინარის სანაპიროზე მდებარე ვაკე ადგილიდან მომდინარეობს, ვინაიდან ძველად ვაკეს „მერე“ („მარა“) ეწოდებოდა. სწორედ ასეთ ადგილზეა გაშენებული სოფელი მარაბდა. ვარაუდობენ იმასაც, რომ ამ სახელის წარმოშობა შეიძლება ქვევრთან იყოს დაკავშირებული, რადგან „მარა“ ძველად ქვევრს უნდა რქმეოდა (წარსულში მიცვალებულებს ქვევრში ასვენებდნენ და ისე მარხავდნენ, სწორედ აქედან მომდინარეობს „სამარე“, ანუ ქვევრის დასაფლავი ადგილი).
მარაბდა პირველად მოხსენიებულია XI ს. დასაწყისის წყაროებში. 1625 წლის გაზაფხულზე სოფელ მარაბდასთან გაიმართა მარაბდის ცნობილი ბრძოლა ქართველთა და სპარსელთა ლაშქარს შორის.
სოფელ ძველი მარაბდას განაპირას დგას დარბაზული ტიპის წმ. მარინეს სახელობის ეკლესია. ეკლესია XVI-XVII სს.-ს განეკუთვნება. იგი თლილი ქვითაა ნაგები. კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, სარკმლები თაღოვანი. ორფერდა სახურავი დაფარულია კრამიტით. ეკლესია რესტავრირებულია.
გადმოცემით ეკლესიის მახლობლად დაკრძალულია მარაბდის ბრძოლის გმირი ცხრა ძმა ხერხეულიძე. მათი მემორიალი აღმართულია სოფლის დასაწყისში. მარაბდელი იყო XIX ს.-ის სახალხო გმირი არსენა ოძელაშვილი.

მოხისი:
სოფელი მოხისი თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზ.დ. 1360 მ-ზე მდებარეობს. იგი თეთრიწყაროდან 52 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელ მოხისში მდებარეობს დარბაზული ტიპის ეკლესია - მოხისის სამება. ტაძარი აგებულია VIII-X სს.-ში, ქვითა და დუღაბით. სამშენებლო წყობა თარაზულ-ცხოველხატულია. ეკლესია კრამიტითაა დახურული.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ერთსაფეხურიანი ცოკოლი, სარკმლის თავსართი, კარნიზი. კარი და სარკმელი თაღოვანია. აფსიდი - ნალისებური, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული - ამბიონი. მასში განთავსებულია ტრაპეზეს ქვა. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. ეკლესიის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. აფსიდის გადახურვა - კონქი. იატაკი ქვისაა.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის სარკმელს აქვს თავსართი, რომლის თავზეც ასომთავრული წარწერაა. ინტერიერში დასავლეთ კედელში საფლავის ქვაა წყობაში ჩატანებული, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია 1895 წ. განუახლებია იოსებ ყავრიშვილს.
ეკლესია საკმაოდ დაზიანებული (დაზიანების 1 კატეგორია) და არამოქმედია.

ნადარბაზევი:
ნადარბაზევის სასახლე წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს ქვემო ქართლში. იგი თეთრიწყაროდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 10კმ-ზე, თეთრიწყარო-ივანოვკის გზაზე მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს. სასახლე აგებულია IX-X სს.-ში და, როგორც ჩანს, მოგვიანებით (XII-XIIIსს.) გამოუყენებიათ მეფის საზაფხულო რეზიდენციად.
ნადარბაზევის სასახლის კომპლექსი მდებარეობს მდ. ჭივჭავის ფერდზე ყველაზე შემაღლებულ ადგილზე. სასახლეს გარს ერტყა მაღალი, ამჟამად ნანგრევებად ქცეული გალავანი. შემორჩენილია სასახლისა და საცხოვრებელი სახლის ნანგრევები (დაზიანების 3 კატეგორია).
გეგმით სწორკუთხა სასახლე წარმოადგენს მოზრდილ მისაღებ დარბაზს, რომელსაც ჩრდილოეთით უშუალოდ მასთან დაკავშირებული მცირე სათავსი ეკვრის. დარბაზი შიგნით შემოსილი ყოფილა სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით. ამჟამად კედლები 4-5 მ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ალაგ-ალაგ დანგრეულია, ბაზალტის ცხოველხატული წყობა კი შემოძარცვული. სასახლეს 3 მხრიდან ცენტრალური თაღოვან-ტიმპანიანი კარი აქვს, რომელთა აქეთ-იქით დიდი ზომის თაღოვანი სარკმელებია. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლების კუთხეებში წყვილ-წყვილად დატანებულია ოთხი სწორკუთხოვანი ნიშა.
სასახლის სახურავი სავარაუდოდ ორქანობიანი იყო და კრამიტით დახურული, რომლის ნატეხებით მოფენილია დარბაზის ირგვლივ მდებარე ტერიტორია. ბრტყელ კრამიტებზე თვალსაჩინოა სტილიზებული ყვავილის რელიეფური გამოსახულება, რომელიც დამახასიათებელია XII-XIII სს. ძეგლთა კრამიტებისთვის.
სასახლის დასავლეთით, დაახლოებით 20 მ-ზე, სასახლისავე თანადროული საცხოვრებელი სახლი დგას. შენობის კედლები ოთხიოდე მეტრ სიმაღლეზეა შერჩენილი და მისი სრული სახით წარმოდგენა ძნელია. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელშიც მოწყობილი ყოფილა ორიგინალური საკეტი სისტემა კედელში ჩატანებული სპეციალური მრგვალი ქვით, რომელშიც მაგრდებოდა კარის ჩარჩოს თავი. გვერდით კედლებში ურდულის ბუდეები ჩანს. სადგომის სამ კედელში დატანებულია მაღალი ნიშები. იატაკი დაგებული ყოფილა თხელი მომწვანო ფერის ქვის ფილებით. კედლები შემოსილია ბაზალტის დამუშავებული ქვით.
აღსანიშნავია აგრეთვე ნადარბაზევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სრულიად ორიგინალური და დიდი ოსტატობით აგებული წყალსადენი, რომლის სათავე მდებარეობს სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ექვსიოდე კმ-ზე.
შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების მცირერიცხოვან ნიმუშთა რიგში, ნადარბაზევის სასახლე უეჭველად თვალსაჩინო ძეგლია.

ფარცხისი:
სოფელ ფარცხისში (მდებარობს თეთრიწყაროდან 15 კმ-ზე, მდინარე ალგეთის მარცხენა მხარეს), მაღალ გორაკზე დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შუა საუკუნეების (XI-XIII სს.) ციხესიმაგრე. ციხეს სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეჭირა, კონტროლს უწევდა ქვემო ქართლის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს. აქედან მოსჩანს ბირთვისისა და ორბეთის ციხეები, კოჯრის მიდამოები.
ციხე წარმოადგენდა გეგმით წაგრძელებულ ბოლოებმომრგვალებულ ნაგებობას. შუაში ციტადელი იყო. გარს უვლიდა კონცენტრული გალავანი. ციტადელის დასავლეთ მონაკვეთში 3-4 სართულიანი კოშკი იდგა. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსია, საიდანაც იწყება გვირაბი, რომელიც გადმოცემის თანახმად 300მ-ით დაშორებულ მდინარე ფარცხისისწყალთან გადიოდა (ამჟამად გვირაბის შესასვლელი ჩამონგრეულია).
ციხის კედლები ფლეთილი და რიყის ქვითაა ნაგები, ხოლო შეკეთების ადგილებში ნახმარია აგურიც, რაც ადასტურებს, რომ იგი საფუძვლიანად განუახლებიათ XVI საუკუნეში. დღეისთვის მხოლოდ გალავნის კედლისა და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ჩრდილო-დასავლეთის კედლის სისქე 6 მ-მდეა. ჩრდილოეთ კედელი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რომლის კუთხეებში 4 სართულის სიმაღლე იკითხება. დაზიანების 3 კატეგორია.
პირღებულის მონასტრის დიდი ეკლესია
პირღებულის სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს დიდი დარბაზული ეკლესია, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 1 კატეგორია). ეკლესიის გადახურვა დაცურებულია, ლორფინები მხოლოდ ალაგ-ალაგაა შერჩენილი. კარიბჭე თითქმის დანგრეულია. გალავნის კედლები მცენარეებითაა დაფარული. ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული აფსიდი ნახევარწრიულია, საკურთხევლის ნიშა - თაღოვანი. აღსანიშნავია, ეკლესიის მაღალი, ატყორცნილი პროპორციები, შეწყვილებული თაღოვანი სარკმლები. ინტერიერში ფრესკის კვალი იკითხება. ჩრდილოეთის მინაშენები ორ დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, მათში მოხვედრა მთავარი ეკლესიიდან შეიძლება. მიწაზე კანკელის ჩუქურთმიანი ქვებია მიმოფანტული. უნდა აღინიშნოს გეომეტრიულდეკორიანი კარნიზი.
პირღებულის სამრეკლო და კარიბჭე
პირღებულის სამონასტრო კომპლექსის დიდ დარბაზულ ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). სამრეკლოს პირველ სართულზე ფართოდ გახსნილი თაღია, რომელიც ჭიშკარს წარმოადგენდა. მეორე სართულზე კოშკურა სათავსია, ხოლო მესამე სართულზე იყო სამრეკლო, რომელიც ამჟამად დანგრეულია. სამრეკლოსა და კარიბჭის ფასადზე ეკლესიის ორნამენტირებული ქვებია გამოყენებული. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 2 კატეგორია).
პირღებულის მონასტრის მცირე ეკლესია
პირღებულის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია. დარბაზს მთელს პერიმეტრზე საფეხური შემოუყვება. ყველა სარკმელი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან კი თაღოვანი. აფსიდი ნახევარწრიულია, ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. ეკლესია დახურულია ლორფინით. ძეგლი საკმაოდ დაზიანებულია (დაზიანების 2 კატეგორია).

პირღებული:
ქვემო ქართლის ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პირღებულის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. იგი მდებარეობს თეთრიწყაროდან 7 კმ-ის დაშორებით, მდინარე ხრამის მარცხენა ფრიალო ნაპირზე (სამშვილდის სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე).
მდინარე ხრამის სრულიად მიუდგომელი ნაპირები მარტო აქ არის რამდენადმე მისადგომი და გაღებულ ხახას მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს პირღებული.
შენობათა რთულ კომპლექსში გამოირჩევა ორიგინალური გეგმისა და მდიდრულად მოჩუქურთმებული დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის დიდი ეკლესია, რომელიც კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესია თავის დროზე კარგად მოხატული ყოფილა. მოხატულობის კვალი შერჩენილია საკურთხევლის ნაწილში, კამარებზე. ეკლესიის ფასადები შემკულია მდიდარი ჩუქურთმით. კარიბჭეზე არსებული ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ეკლესია აგებულია XIII საუკუნის პირველ ნახევარში, რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245 წწ), ხოლო კარიბჭის წარწერაში მოხსენიებული თბილელი ეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი არის მონასტრის ,,მეორედ აღმშენებელი“, რომელსაც XVII ს-ის მეორე მეოთხედში განუახლებია დაქცეული მონასტერი - ეკლესიისთვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ამჟამად დანგრეულია). მონასტერი უმოქმედოა და საჭიროებს რესტავრაციას.
ამავე დრიოსაა ეკლესიის მახლობლად მდებარე ორსართულიანი სამრეკლო და წინამძღვრის პალატა. მონასტერს ირგვლივ მძლავრი გალავანი უვლის. მთის ფერდობზე გაფანტულია ბერების სადგომი სენაკები - კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი სამეურნეო ნაშთია. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე კი გვიანდელი ხანის მცირე დარბაზული ეკლესიაა.

ფიტარეთი:
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ხრამის ხეობის მშვენება - ფიტარეთის მონასტერი თბილისის სამხრეთ-დასავლეთით ასიოდე კმ-ზე, ხოლო თეთრიწყაროდან 25 კმ-ზე მდებარეობს.
ფიტარეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარელი (XVII-XVIII სს.), რომლის ლიტერატურულ მოღვაწეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერლად მიიჩნევდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი. ფიტარეთის წიგნსაცავიდან ცნობილია XVII ს. სახარება (გადამწერი იესე ბედისმწერლიშვილი) და ძლისპირები.
მონასტრის ნაგებობათაგან შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - ღვთისმშობლის მონასტრის ეკლესია. იგი მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში მდებარეობს. რელიეფის სირთულის გამო სამონასტრო ნაგებობები სხვადასხვა დონეზეა განლაგებული. კარიბჭის შიგნით დიდ სამშენებლო წარწერაში მოთხრობილია, რომ ტაძარი 1213-1222 წწ. ააშენა გიორგი IV ლაშას ამირეჯიბმა ქავთარ ქაჯიფაის ძემ.
ფიტარეთის ტაძარი წარმოადგენს ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას. გეგმით თითქმის კვადრატულ შენობას აფსიდით დასრულებული ბემიანი საკურთხეველი აქვს. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებულია სათავსები (I სართულებზე სამკვეთლო და სადიაკვნე). ისინი თითო კარით უკავშირდებიან ბემას და დარბაზს. გუმბათი საკურთხევლის კედლებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. საყრდენი თაღები და კამარები ისრული ფორმისაა.
ფიტარეთში, ისევე როგორც ბეთანიაში დარჩენილია, იმდროინდელი ქართული ტაძრების დამახასიათებელი მდიდრულად მორთული კარიბჭე - ეკვდერი სამხრ. შესასვლელის წინ - ამაღლებული შუა ნაწილით, რომელიც ფასადის მხრივ ფრონტონითაა გამოყოფილი, შიგნით კი ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული.
ტაძრის გუმბათის ყელში 12 სარკმელია გამოჭრილი, რომელთა ჩუქურთმა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ოსტატის გემოვნება იგრძნობა ფასადების მხატვრულ გაფორმებაშიც. ფასადზე შვიდი სხვადასხვა ფორმის სარკმელია განლაგებული, რომელთაც ფართო ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. ფასადს სწორკუთხა, რთული ორნამენტებით დამშვენებული ჯვარი აგვირგვინებს.
ფიტარეთი ბეთანია - ქვათახევის ჯგუფის ეკლესიათა ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშია. ტაძრის მორთულობის მრავალფეროვნება და შესრულების არტისტიზმი მეტად მაღალი დონისაა. თავისუფლად გამოყვანილი ჩუქურთმების რთული ხლართები, სტილიზებულ ნახატში ჩაქსოვილი ცხოველთა და ადამიანთა ფიგურები, კედლის წყობაში გამოყენებული სხვადასხვა ფერის ქვა აძლიერებს დახვეწილი დეკორაციულობის შთაბეჭდილებას.
საუკუნეების განმავლობაში მრავალ მიზეზთა გამო მონასტერი მნიშვნელოვნად დაზიანდა (დაზიანების 1 კარეგორია), მისი რესტავრაცია მოხდა XX საუკუნის დასასრულს და XXI საუკუნის დასაწყისში (1995-2007 წწ.) იუნესკოს მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამჟამად მონასტერი მოქმედია. იქვე, სოფელ ფიტარეთში ცხოვრობენ ბერები, რომელთაც აქვთ საკუთარი მეურნეობა და ეწევიან ეკლესიურ ცხოვრებას.

ქოროღლის ციხე:
ქოროღლის ციხე მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თელეთ-საყარაულოს ქედზე, თეთრიწყაროდან ჩრდ.-აღმოსავლეთით, 32 კმ-ის დაშორებით.
ქოროღლის ციხის სახელი მომდინარეობს ხალხური საგმირო-რომანტიკული დასთანიდან, რომელიც შექმნილია XVI-XVII სს. აზერბაიჯანში. თქმულების მიხედვით მისი გმირი - ,,კეთილშობილი ყაჩაღი“ შურს იძიებს იმის გამო, რომ შაჰმა (ბეგმა) მამამისს თვალები დასთხარა (აქედან გმირის სახელი ქოროღლუ - ბრმის შვილი).
ქოროღლის ციხე V-VII სს.-შია აგებული. იგი კლდეზეა დაშენებული, რამდენიმე იარუსად. კედლები სქელი დუღაბითაა შელესილი. ციხეს გარს არტყია გალავანი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ აუღებელ სიმაგრეს წარმოადგენდა.
ციხის გოდოლი როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობას წარმოადგენდა. ინტერიერი შელესილია, მასში განთავსებულია ქვის კიბე, თახჩები, ნიშები, თლილი ქვის ბუხარი. ნაოთხალიანი კარი სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, გარედან თაღოვანი. სართულშუა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. სამშენებლო მასალას წარმოადგენს აგური, ქვა, დუღაბი. აგებულია შერეული წყობით. ძეგლი ნაკლებდაზიანებულია (3 კატეგორია).

სამღერეთი:
სოფელი სამღერეთი მდებარეობს თეთრიწყაროს პლატოზე, ზღვის დონიდან 1010 მ-ზე, რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ის დაშორებით (სოფ. სამშვილდეს დასავლეთით). სოფლის მახლობლად არის XI-XIII სს.-ის ეკლესია - „საბერო“. ტაძარი დარბაზული ტიპისაა მინაშენით. სამშენებლო მასალას ქვა და დუღაბი წარმოადგენს. სამშენებლო წყობა თარაზულია.
ძეგლი განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ამაზე მიუთითებს ფასადის მორთულობა, დეკორი, ჩუქურთმა, საკურთხეველში დატანილი მაღალი, თაღოვანი ნიშები და ა.შ. იკითხება კონქისა და სატრიუმფო თაღის ნაშთები, აგრეთვე სამხრეთის ჯვრული პილასტრი თავის საბჯენი თაღით. კარიბჭე ჯვრული კამარითაა გადახურული.
ფასადის მორთულობას წარმოადგენს ბარელიეფი, სარკმლის თავსართი, სარკმლის ჩუქურთმიანი არშია. კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი; თაღოვანია სარკმელიც. კარს ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება. აფსიდი ნახევარწრიულია; საკურთხევლის ნიშა – თაღოვანი.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამრეკლოს ნანგრევია. კომპლექსს გალავანი შემოუყვება. ეკლესიის დაბლა სამხრეთ-დასავლეთით, დიდი საცხოვრებელი სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია.

სამშვილდე:
სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიულ ქვემო ქართლში. იგი მდებარეობს სოფელ სამშვილდეს მახლობლად თეთრიწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კმ-ის დაშორებით (სოფ. სამშვილდე - თეთრიწყაროს პლატოზე, რაიონული ცენტრიდან 4 კმ-ში).
სამშვილდის თავდაპირველი სახელწოდებაა „ციხე ორბისა“. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე მთავარი ციხის ზოგადქათული სახელწოდებით - „დედაციხედ“. ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე (ძვ.წ. IV-III სს.) წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს; დროდარო იგი უფლისწულთა სამფლობელო იყო. XV ს.-დან სამშვილდე ბარათაშვილთა სათავადოს ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამშვილდე XVII ს. II ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდეგ მხოლოდ ციხესიმაგრის ფუნქცია შერჩა. დღეისათვის შემონახულია ნანგრევების სახით.
ქალაქი გაშენებულია ორი მდინარის შესართავში მდებარე მაღალ კონცხზე. სამხრეთით ღრმა ხეობაში მდინარე ხრამი (ქცია) მიედინება, ჩრდილოეთით კი - ჭივჭავი. ციცაბო ფერდობებიანი პლატო სამი მხრიდან ძნელი მისადგომი იყო, მეოთხე მხარე კი პლატოს გაგრძელებას წარმოადგენდა და ამიტომაც იყო საჭირო მისი ჩაკეტვა. ამ მიზნით პლატოს მთელ სიგანეზე მიუყვება 4-5 მ სისქის სქელი კედელი, რომელიც მომხდურთა პირველ და მთავარ დარტყმას ღებულობდა. თუ მტერი ამ კედელს აიღებდა, მაშინ ქალაქის შუა ნაწილში მას დახვდებოდა პლატოს მთელ სიგანეზე, ფერდობიდან ფერდობამდე გაშლილი ციხე, რომელიც ფაქტიურად ქალაქის ციტადელს წარმოადგენდა.
სამშვილდის ციხის კედლები სხვადასხვა ზომისაა, სამი მათგანის სისქე 2 მ-მდეა, მეოთხესი - 6 მ-მდე. გვიან ანტიკური პერიოდის საქართველოში მიღებული იყო სქელი კედლების აგება, მაგრამ ასეთი სისქის კედელი სხვა არ გვეგულება. ამჟამად ამ დაზიანებული კედლის სიმაღლე 12 მეტრია. თავდაპირველად იგი ალბათ უფრო მაღალი იყო. ვერც ერთი იმდროინდელი კედლის სანგრევი მანქანა ვერაფერს დააკლებდა, ამიტომაც მოაღწია ჩვენამდე. კედელს მხოლოდ ერთგან ეტყობა ძირის გამოთხრის უშედეგო ცდა.
სხვა ქალაქების მსგავსად სამშვილდეც მეფეს ეკუთვნოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს, როდესაც გარეშე მტერი ჩვენს მიწა-წყალზე დაიბუდებდა, სამშვილდეც მის ხელში გადავიდოდა ხოლმე.
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია. ციხის შეგნით, ჩრდილოეთის კედლის გასწვრივ, აუგიათ სასახლე და სხვა ნაგებობები, ხოლო შუა ნაწილში - აბანო. ნაქალაქარ სამშვილდეს რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი უჭირავს, რომელიც დღეისათვის თითქმის მთლიანად ნანგრევებითაა დაფარული.
ციტადელის აღმოსავლეთის მხარეს სამი ეკლესია დგას, რომელთაგან გამოირჩევა VIII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი - სამშვილდის სიონი. მისი ნანგრევები ახლაც აოცებს მნახველს, თუმცა შედარებით უკეთ არის შემონახული ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით V საუკუნის შუა ხანებში ვახტანგ გორგასალის დედას, საგდუხტს აუგია სამშვილდის სიონი, აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი ვრცელი წარწერის ფრაგმენტის გაშიფრვის შედეგად დადგინდა, რომ სიონის მშენებლობა დაწყებულა 759 წელს და დამთავრებულა 777 წელს. წარწერიდანვე ირკვევა, რომ ტაძრის კურთხევა მომხდარა 13 სექტემბერს „დიდითა კრებითა“ და დიდი ზეიმით, რომელიც 6 დღეს გაგრძელებულა. მეცნიერების ვარაუდით საგდუხტის მიერ V საუკუნეში აგებული ტაძარი არ შემონახულა და სწორედ მის ნანგრევებზე აღიმართა VIII საუკუნეში სამშვილდის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი - სიონი.
ტაძრის გეგმა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა. მის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია აფსიდებიანი საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო, გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა. სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ქონდათ.
ტაძრის აღმოსავლეთით დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, დასავლეთით სამნავიანი ბაზილიკა, ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ქვები.

სამშვილდის ციხე:
სმშვილდის ციხე V-VII სს. ნაგებობას მიეკუთვნება. თავის დროზე ციხე ძლიერ სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა და საკმაოდ აუღებელსაც, რადგანაც კონცხის (რომელზედაც ნაგებობაა აღმართული) დასავლეთ მონაკვეთის ჩაკეტვით ის მთელ ტერიტორიას იცავდა და აკონტროლებდა. 3-4 სართულიანი ციხის სათავდაცვო ელემენტებს სათოფურები წარმოადგენს. ინტერიერი შელესილია, მასში განთავსებულია ქვის კიბე, თახჩები და ნიშები. დაზიანების 2 კატეგორია.

სამშვილდის სიონი:
სამშვილდის სიონის ეკლესია ერთ-ერთი უძველესი (VIII ს.), დიდი ტაძართაგანია საქართველოში. იგი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიების ტიპს განეკუთვნება. ეკლესია ძალზე დანგრეულია. შემორჩენილია აღმოსავლეთ მხარის ფრაგმენტები. საკურთხევლის კედელი შუაშია გარღვეული. აღმოსავლეთ ფასადზე დიდი თაღოვანი ნიშები ყოფილა. კედელს მთელს სიგრძეზე ასომთავრული წარწერა გასდევს. ეკლესია არამოქმედია.

სამშვილდის სამნავიანი ბაზილიკა
სამშვილდის ციხე-ქალაქის კომპლექსში შედის V-VII სს.-ში აგებული სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია რესტავრირებულია. ფასადი მორთულია ბარელიეფითა და სარკმლის თავსართით. პასტოფორიუმების კარის თავზე შიგნითკენ შევიწროვებული სარკმლებია გაჭრილი. აფსიდი ნალისებურია, 1-2 საფეხურით ამაღლებული, საკურთხევლის ნიშა სწორკუთხაა. საინტერესოა მრგვალი სვეტების ბაზისებისა და კაპიტელების ერთნაირი ფორმა. დაზიანების 3 კატეგორია.
სამშვილდის დარბაზული ეკლესია:
სამშვილდის კომპლექსში შედის შვერილ აფსიდიანი დარბაზული ეკლესია. ტაძარში (ღიობების წირთხლებში) შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები და წარწერები. დასავლეთ კედლის კარის თავზე ლაპიდარულწარწერიანი ქვაა. ფასადის მორთულობას მცენარეულ ორნამენტიანი კარნიზი წარმოადგენს. კარი და სარკმელი თაღოვანია. აფსიდი - ნახევარწრიულია, საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. ეკლესია არ არის მოქმედი, დაზიანების 3 კატეგორია.
სამშვილდის სომხური ეკლესია
სამშვილდის სომხური ეკლესია აგებულია V-VII სს.-ში არსენ მშვიდაისძის მიერ. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. აფსიდი (საკურთხეველი) - ნალისებურია, მასში განთავსებულია ამბიონი, ტრაპეზეს ქვა. ეკლესიაში განთავსებულია წითელ წარწერებიანი მენჰირი. როგორც ჩანს ადრეულ შუა საუკუნეებში აღნიშნული მცირე დარბაზული ეკლესია წინაქრისტიანული ძეგლის - მენჰირის ადგილას აშენდა. ეკლესია არამოქმედია.
მენჰირი (ბრეტონული menhir<men – ქვა და hir - გრძელი), მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლია. მეგალითები, უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობებია. გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. III-II ათასწლ.).
მეგალითების დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.
მენჰირი მეგალითური ნაგებობის ყველაზე მარტივი სახეობა და მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილ ერთ მთლიან ქვას წარმოადგენს. მენჰირის სიმაღლე 4-5 მ-ია, არის უფრო დიდიც (უდიდესი მენჰირი 20მ სიმაღლისა და 300-მდე ტ წონისა, არის საფრანგეთში). მენჰირს საკულტო დანიშნულება უნდა ქონოდა. გავრცელებულია ჩრდ.-დასავლეთ ევროპაში, გვხვდება აზიასა და აფრიკაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე - ციმბირსა და კავკასიაში.

ტბისი:
ალგეთის ხეობაში, თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ზე მდებარებს სოფელი ტბისი, რომლისგან დასავლეთით ორიოდე კილომეტრზე ბარათაშვილთა ნასახლარისა და მონასტრის ნანგრევებია შემორჩენილი.
სამონასტრო ნაგებობები მოშლილია. დარჩენილია ეკლესია, სამრეკლო და გალავანი. ეს ძეგლებიც საკმაოდ დაზიანებულია. მთის ფერდობზე მიდგმული ეკლესია დარბაზული ტიპის დიდ ნაგებობას წარმოადგენდა. საკურთხევლის აფსიდი კონქით ადგილზეა, ხოლო ორ საბჯენ თაღს გადასული კამარა მთლიანადაა ჩაქცეული. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს, განათებისთვის აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელი ჰქონია, ხოლო სამხრეთით - ორი. ფასადები შემოსილია კარგად თლილი მოვარდისფრო ქვით. სამი ფასადი მცირედაა მორთული. ყველაზე უკეთ მორთულია დასავლეთის პორტალი, რომლის ტიმპანის ქვაზეც საკმაოდ ვრცელი მხედრული წარწერაა. ამ წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია, სამრეკლო, მარანი და პალატები აუგია პაპუნა გოსტაშაბის ძე ბარათაშვილს, მეუღლე ხვარამზესა და შვილ გოსტაშაბთან ერთად. ცოლ-ქმრის რელიეფური გამოსახულებები მოთავსებულია ამავე ფასადზე, მაღლა კეხის მიდამოებში.
ეკლესიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან გალავანი აქვს შემოვლებული, რომლის კედლებში ცალმაგი სათოფურებია დატანებული.
ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას სამრეკლო. მის ქვედა სართულში სამლოცველოა გამართული, ზემოთ კი სამრეკლოს ფანჩატური ყოფილა. სახურავი ჩანგრეულია. სამრეკლოს სიგანეზე გალავნის მეორე ხაზია გავლებული, მასშიც ცალმაგი სათოფეებია ჩაყოლებული.
ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით ეზოს ქვეშ სათავსია, იქ ჩასვლა კიბით ხდება. იმ სათავსიდან ერთი ტალანი ეკლესიის ქვეშ შედის. სავარაუდოდ ეს სათავსები სამალავებს წარმოადგენდა, თუმცა შესაძლებელია მარნადაც გამოეყენებინათ.
პალატი დგას ეკლესიის სამხრეთით, შედარებით ვაკეზე. იგი დაზიანებულია, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ორსართულიანი ყოფილა, მათგან პირველი ორი ნაწილისგან შედგებოდა. სამხრეთით ღრმა და განიერი აივანია, რომელიც გვერდიდან კედლებითაა შემოფარგლული. შუაში დატანებული კარით შევდივართ დიდ, გრძელ დარბაზში, რომლის კედლებში განლაგებულია ნიშები და ერთი ბუხარი. პალატი ფლეთილი ქვითაა ნაგები.
ტბისის ნაგებობებიდან კიდევ ერთია შედარებით უკეთ მოღწეული, ესაა სამსართულიანი კოშკი, რომლის ქვედა ნაწილი ყრუა. პირველი ნაწილის კარი მაღლა მდებარეობს. ცალკე მდგომ კოშკებში ასეთი გადაწყვეტა ჩვეულებრივია, რადგან მაღლა მდებარე კარის დაცვა შედარებით უფრო ადვილია. კოშკს კარი მეორე სართულზეც აქვს, მაგრამ იგი შვერილ აივანზე გადადიოდა. მშვიდობიან დროს ასეთი აივნები კარგი გამოსაყენებელია. კოშკის ყველა სართული განკუთვნილი ყოფილა საცხოვრებლად და თავდაცვისათვის, მათი კედლები აღჭურვილია სათოფურებით, ყოფისათვის განკუთვნილი ნიშებით, ბუხრებით და სხვ. კოშკს დასავლეთით გრძელი შენობა ჰქონია მიდგმული, რომრლიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული.

ვაკე:
სოფელი ვაკე მდებარეობს გუდარეხის ჩრდილოეთით 3-4 კმ-ს დაშორებით, გუდარეხის ღრმა ხეობის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის სამხრეთ კალთაზე. სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირას დგას პატარა დარბაზული ტიპის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც გამოირჩევა ძალზე დახვეწილი პროპორციებით. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, იგი ისრული ფორმის კამარით ყოფილა გადახურული. კონქით დამთავრებულ ღრმა აფსიდას კარგად გამოვლენილი ნალისებრი ფორმა აქვს. საყდარში შესასვლელი მოთავსებულია სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში. განათების წყაროს სამი სარკმელი წარმოადგენს. კედლები შიგნიდან ამოყვანილია ფლეთილი ქვით, საპასუხისმგებლო ადგილებში კი გამოყენებულია კარგად გათლილი ქვის ფილები. კედლები გალესილი ყოფილა და ფრესკებითაც დაუფარავთ, მაგრამ სახურავის დაზიანების გამო ჩამორეცხილია. ფრესკის კვალი მხოლოდ ერთადერთ დაცულ ადგილას, დასავლეთის სარკმლის თაღზეა შემორჩენილი.
ეკლესიის გარეთა კედლები შემოსილია თლილი კვადრატებით. ყურადღებას იპყრობს ქვის უნაკლო მხატვრული წყობა. ფასადები მარტივია. ერთასფეხურიან ცოკოლზე მდგომი ბრტყელი კედლები პროფილის მქონე უჩუქურთმო კარნიზით მთავრდება. სამი სარკმლიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა მორთული ორიგინალური წნული მოჩარჩოებით.
ქვის კანკელისაგან ეკლესიის ინტერიერში მხოლოდ ფრაგმენტებიღაა დარჩენილი, იგი ეკლესიის აგების თანადროული უნდა იყოს. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე მოთავსებულია ასომთავრული, ცხრასტრიქონიანი ძალზე დაზიანებული წარწერა. წარწერაში მოხსენიებულია მეფეთ მეფე გიორგი ბრწყინვალე (1314-1346 წწ.), რომლის მეფობის 27-ე წელს ვინმე ასფანს აუგია ეს ეკლესია, ე.ი. 1341 წელს. XIV საუკუნით დათარიღებული ძეგლები ამ რაიონში არ მოიპოვება და ამ მხრივ ამ კუთხის კულტურის ისტორიის შესწავლისათვის ვაკის ეკლესიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ხულუტი:
ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ სანიმუშო ძეგლს წარმოადგენს ხულუტის ციხე-დარბაზი, რომელიც მდ. ხრამის ღრმა ხეობის ვიწრო ყელში მდებარეობს. აგებულია XVIII ს. I მესამედში. ციხე მტკიცედაა ნაგები ადგილობრივი კლდის ქვით. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო პატარა, გალავანში კი - 5 დიდი კოშკი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო.
ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა, მას მთელ სიმაღლეზე შუაზე ყოფს კედელი, რომელშიც საფეხურებია მოწყობილი. კოშკის ჩრდილო ნაწილში ექვსი, სამხრეთ ნაწილში კი შვიდი საცხოვრებელი სართულია. ბოლო სართულები გამიზნულია საბრძოლოდ, დანარჩენი - საცხოვრებლად. მათში განთავსებულია თახჩები, ნიშები, თლილი ქვის ბუხარი. სათავდაცვო ელემენტებია: სათოფურები და სალოდეები.
ანალოგიური სტილისაა სხვა დანარჩენი კოშკებიც, განსხვავება სართულების რაოდენობაშია. ციხე-დარბაზში მოხვედრა შეიძლება აღმართზე მიმავალი გვირაბით, რომელშიც ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომია. იგი გამანაწილებლის როლს ასრულებდა, რადგან აქედან შეიძლება მოხვედრა მდინარეზე ჩამავალ გვირაბში, საპირფარეშოში და სხვა.
ხულუტის ციხე, როგორც საიმედო სიმაგრე XVIII საუკუნის შუა ნაწილებშიც იხსენიება. ამჟამად იგი უმოქმედოა, მაგრამ გარეგნულად კვლავ საინტერესო შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. დაზიანების 2 კატეგორია.
ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC

Комментариев нет:
Отправить комментарий