воскресенье, 20 января 2013 г.

ბირთვისი

ბირთვისი  — მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ალგეთის ხეობაში მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრის დაცილებით. ბირთვისის ციხე როდია ერთი ნაგებობა ანდა ნაგებობათა კომპლექსი. ადამიანს აქ მოხერხებულად გამოუყენებია ,,ბუნდების საოცრება". მეტად ძნელად მისადგომ მაღალ მთებს შუა იქმნება ბუნებრივი სიმაგრე. ამგარე, მაღალი მთების შუაც სხვადასხვა ზომისაა და ფორმის მთები მდებარეობს. ციხის მეპატრონეებს კლდეებით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და ამ რიგად თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი შემოუფარგლავთ. ყველაზე მაღალ ადგილზე დგას კოშკი საიდანაც შეიძლება სიმაგრის მისადგომების დაზღვევა. სხვადასხვა ადგილას თავდაცით ნაგებობებთან ერთად დგას საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, არის წყალსაცავიც. ისტორიულ წყაროებში ბირთვისი იხსენიება  XI საუკუნიიდან. ციხის ნანგრევებს შორის არის როგორც განვითარებული ფეოდალიზმის (XI- XIII სს), ისე გვიან ფეოდალური ხანის ნაგებობები (XVI-XVIII სს). თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა და XVIII საუკუნის ბოლომდე მტკიცეთ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий