понедельник, 14 января 2013 г.

მანგლისი – კურორტი სასტუმროების გარეშე




მანგლისი სრულფასოვან კურორტად ვერ ჩამოყალიბდა. როგორც tetritskaro.blogspot.com–ს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ტურისტულ ზონაში დამსვენებელს მხოლოდ საოჯახო სასტუმროები იღებენ და სასტუმროს მშენებლობა არც  ახლო მომავალში იგეგმება. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასასვენებელ ზონაში სასტუმრო არ ფუნქციონირებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  უკვე დაიწყო კურორტის კეთილმოწყობა და პირველ ეტაპზე ქუჩების, ცენტრალური პარკისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 
ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მანგლისში  ტურისტების ნაკადი გასულ წელთან შედარებით გაორმაგებულია. ვიზიტორებისთვის კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით გამგეობამ  ადგილობრივებს საზაფხულო ფერმის შექმნა შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობა ამ ინიციატივით არ დაინტერესებულა.
,,მანგლისში ზოგიერთ ოჯახს 10 სული პირუტყვი ჰყავს, რაც ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. სწორედ ამიტომ  მოსახლეობას ზაფხულის ფერმის შექმნა შევთავაზეთ, თუმცა ისინი ამ წინადადებაზე არ დაგვთანხმდნენ,” – აცხადებენ  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. მათივე განცხადებით, თუ  ეს პროექტი განხორციელდა, კურორტზე ჩასულ ტურისტებს დისკომფორტი აღარ შეექმნება და მოსახლეობაც  მეტად ისარგებლებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий