შიგა წყლები. თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარე ხრამის მარცხენა შენაკადები და ალგეთის სისტემის მდინარეები. რაიონის სამხრეთ საზღვარს ჩამოუდის მდინარე ხრამი. რომლის მარცხენა შენაკადებია: კლდეისისწყალი, ახკალაფისწყალი, ტორნე, ჭივჭავი და სხვ. ძირითადი მდინარეა ალგეთი. მისი მთვარი შენაკადებია მარჯვენა _ დაყვისხევი და გუდარეხისწყალი; მარცხენა _ ნამტვრევანისწყალი, ორსისხევი, ბოყვისხევი, ენაგეთისხევი, ლამისხევი, ასურეთისხევი და სხვ. მდინარეები საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზახფულსა და ზაფხულის დასაწყისშია, წყალმცირობა_შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში. ზოგ მდინარეს იყენებენ სარწყავად. Bბედენის პლატოზე არის პატარა ტბები და ჭაობები. სოფელ ასურეთთან გოგირდწყალბადოვანი წყაროა, რომელსაც იყენებენ სამკურნალოდ.
Комментариев нет:
Отправить комментарий