понедельник, 14 января 2013 г.

ბუნება


ბუნება. რელიეფი. თეთრიწყარო უმეტასედ მთაგორიანია. რაოინის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული თრიალეთის საშუალო სიმაღლის ქედი, რაიონის სამხრეთ კალთა, მოსწორებული ზედაპირებით თეთრიწყაროს რაიონშია მოქცეული. შუა და სამხრეთი ნაწილი უჭირავს ზედაპლიოცენური დოლერიტებით აგებულ ქვემო ქართლის პლატოს, რომელიც თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (450მ) დასავლეთისკენ (1400მ) და გასწვრივადაა გაჭრილი მდინარე ხრამის კანიონით. თეთრიწყაროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ზედაცარცული ვულკანური და დანალექი წყებები, აგრეთვე, ძველი კრისტალური ქანებით აგებული შუა ხრამის მთათა კვანძი. აქ ყველაზე დიდია ბედენის მასივი. საიდანაც სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით გამოიყოფა შტოქედები: გელინდაღი, თავშიშველა და გომერი. თავშიშველას ქედსა და ქვემო ქართლის ლავურ პლატოთა შორის მდებარეობს ირაგის ქვაბული, რომლის ფსკერი (ზედა დონე 1100-1200მ) თიხნარითა და კენჭნარითაა აგებული. რაიონის ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ _ აღმოსავლეთისკენ თანდათან დაბლდება, ჯერ გადადის გორაკ-ბორცვიანიდან მთისწინეთში, შემდეგ მარნეულის ტერასულ ვაკეში.
თეთრიყაროს .რაიონის წიაღისეულია: ალგეთის ლითოგრაფიული ქვა; საშენი მასალა: ბაზალტი, კირქვა და ქვიშაქვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий