ძირითადი ლანდშაფტები.რაიონის ტერიტორია ერთიანდება მშრალ და ზომიერ ნოტიო სუბტროპიკების ვაკე-მთისწინეთის, მთის სტეპური და ზომიერად ნოტიო მთა-ტყის ლანდშაფტთა ტიპებში, რომელშიც გამოიყოფა შემდეგი სახეები: 1. მშრალი სტეპური ვაკე წაბლა ნიდაგი; 2. სერებიანი მთისწინეთი ჯაგრცხილნარ-მუხნარით და ჯაგრცხილნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; 3. ბორცვიანი პლატო ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ჯაგეკლიანი და სტეპის ბალახ-მცენარეულობით ტყის ყავისფერ, წაბლა და შავმიწა ნიადაგებზე; 4. საშუალო მთები მუხისა და წიფლის (ნაწილობრივ ფიჭვის) ტყეებით ტყის ყომრალ ნიადაგებზე; 5. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწა ნიადაგებით; 6. ტყიან-მდელოიანი სუბალპური მდელოები ტყის ყომრალ და მთის მდელოს ნიადაგებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий