ნიადაგები სიმაღლეებზე ზონებს ქმნიან. ვაკეზე ჭარბობს წაბლა ნიადაგები. ბორცვიან მთისწინეთში ტყის ყავისფერი ნიადაგია ჩამოყალიბებული. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს, რომელსაც ზემოთ ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწრებული ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. მაღალი ქედების თხემებზე და ბედენის პლატოზე მეორეული მთის მდელოს ნიადაგებია. ციცაბო ფერდობებზე გვხვდება სუსტად განვითარებული, მცირე სისქის ჩამორეცხილი ნიადაგი.
Комментариев нет:
Отправить комментарий