понедельник, 14 января 2013 г.

მარაბდა-კარწახის რკინიგზა საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებს





ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის საკოორდინაციო საბჭომ მარაბდა-თეთრიწყაროს მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია დაამტკიცა. საბჭომ დაამტკიცა მარაბდა-თეთრიწყაროს მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია და მარაბდა-კარწახის რკინიგზას დაევალა გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი ამ მონაკვეთზე სამშენებლო კომპანიის დაქირავების მიზნით.
სხდომაზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილიც იმყოფებოდა. მან სამშენებლო კომპანია ”აზერინშაატ სერვისის” და შპს ”მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მართვის ჯგუფის” მიერ წარმოდგენილი  ანგარიში მოისმინა.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ვაწაძის განცხადებით, მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მართვის ჯგუფს მიეცა შესაბამისი დავალება, რომ კორექტირება გაუკეთოს და საბოლოო სახით წარმოადგინოს დანარჩენი ორი მონაკვეთის პროექტი.
``მთლიანობაში მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდებ`` - განაცხადა ვაწაძემ.
შეხვედრაზე მონაწილეობდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის და ტრანსპორტის მინისტრები და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

Комментариев нет:

Отправить комментарий