вторник, 19 ноября 2013 г.

თეთრიწყარო

ქალაქი თეთრიწყარო მდებარეობს გომერის ქედის კალთაზე, მდინარე ჭივჭავის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე; წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 1940 წლამდე აღბულაღი ერქვა, ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. თეთრიწყაროს ადგილზე მდებარეობდა ისტორიული სოფელი გარისი.
ქალაქის მოსახლეობა 4,0 ათასს შეადგენს. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.
თეთრიწყაროში შეგიძლიათ მოინახულოთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ტაძარი მოქმედია, აგებულია XIX-XX სს.-ში, განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის არქიტექტურულ ძეგლებს.
ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ თეთრიწყაროს ისტორიის უფრო ახლოს გაცნობისათვის. მუზეუმი დაარსდა 1965 წელს, მასში ინახება 11000 ექსპონატი, მათ შორის არის ნუმიზმატიკის კოლექცია, ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ კულტურული ძეგლების საუკუნის წინანდელი ფოტოები. აქვეა XIX-XX სს.-ში თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები გერმანელების მიერ კონსტრუირებული მაცივარი.
არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი ბრინჯაოს პერიოდს განეკუთვნება, მათ შორისაა საბრძოლო და შრომის იარაღები, ცხენის ლაგამი, ბრინჯაოს ჭვირული, ასტრალური ბალთები, ქალის სამკაულები, სარდიონის, ფირუზისა და მინის მძივები; ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწელულის რომის კეისრის ფულის მულაჟები, რომელიც ადასტურებს ამ პერიოდში საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის არსებობას სხვა ქვეყნებთან. აქვეა რკინის ხანის ცულის პირები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბრძოლის იარაღები, ამავე პერიოდით დათარიღებული ოთხთვალა საბრძოლო ეტლი. თიხის სხვადასხვა ფორმის, შეფერილობისა და მოხატულობის საოჯახო დანიშნულების ჭურჭელიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.


























ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 





როგორ მოვხვდეთ თეთრიწყაროში?

თეთრიწყაროს მეზობელი ადმინისტრაციული რაიონებია: წალკა, ბოლნისი, მარნეული. თითოეული რაიონული ცენტრიდან ქ. თეთრიწყაროსკენ მიემართება საავტომობილო გზა და მიკროავტობუსები გარკვეული დროის შუალედით.
თბილისის ნავთლუხის ავტოსადგურიდან ყოველდღე, ნახევარი საათის ინტერვალით, გადის სამარშრუტო ტაქსები თეთრიწყაროს მიმართულებით. ბოლო გაჩერება - თეთრიწყაროს ავტოსადგური. თეთრიწყაროში მოხვედრა შესაძლებელია აგრეთვე დაბა მანგლისიდან. ქალაქ რუსთავიდანაც მოძრაობს მიკროავტობუსები თეთრიწყაროს მიმართულებით.
თეთრიწყარო თბილისიდან 60 კმ მანძილითაა დაშორებული და ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა საშუალოდ 2 საათს შეადგენს. თბილისიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალი გზა მიუყვება თბილისი-მარნეულის ტრასას, სოფელ კოდასთან კი უხვევს დასავლეთით. პირველი დასახლებული პუნქტია სოფელი მუხათი, შემდეგ არის სოფელი ასურეთი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ გერმანული კულტურის ძეგლები - ფახვერკიანი სახლები და ლუთერანული ეკლესია. შემდეგი დასახლებული პუნქტებია ჯორჯიაშვილი, საღრაშენი, ფარცხისი და ჩხიკვთა.
სოფელ ფარცხისთან გზა ორად იყოფა, მარჯვნივ მიუყვება მდ. ალგეთის ხეობას და მიემართება მანგლისისაკენ, მარცხნივ კი გადაკვეთს მდინარეს და მიემართება თეთრიწყაროსკენ.
თეთრიწყაროს რაიონის სატრანსპორტო სისტემა
გზის მონაკვეთი
მონაკვეთის სიგრძე
თბილისი - კოდა
28 კმ
კოდა - თეთრიწყარ
26,2 კმ
ფარცხისი - მანგლისი
23 კმ
მარნეული - თეთრიწყარო
88,7 კმ
თეთრიწყარო - ბოლნისი
20,4 კმ
თეთრიწყარო - წალკა
67 კმ


ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC
 



გზა სოფ. მარაბდიდან ასურეთისაკენ



ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC




ტბა სოფელ მარაბდასთან



ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC




მდ. ალგეთი. ხედი ფარცხისის ხიდიდან


ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC




ხიდი მდინარე ჭივჭავზე


ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC




გზა სამების მთისკენ


ინფორმაციის წყარო: BP, BTC, ნაკრესი, Save the Children, SPC