воскресенье, 20 января 2013 г.

ბირთვისი

ბირთვისი  — მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ალგეთის ხეობაში მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრის დაცილებით. ბირთვისის ციხე როდია ერთი ნაგებობა ანდა ნაგებობათა კომპლექსი. ადამიანს აქ მოხერხებულად გამოუყენებია ,,ბუნდების საოცრება". მეტად ძნელად მისადგომ მაღალ მთებს შუა იქმნება ბუნებრივი სიმაგრე. ამგარე, მაღალი მთების შუაც სხვადასხვა ზომისაა და ფორმის მთები მდებარეობს. ციხის მეპატრონეებს კლდეებით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და ამ რიგად თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი შემოუფარგლავთ. ყველაზე მაღალ ადგილზე დგას კოშკი საიდანაც შეიძლება სიმაგრის მისადგომების დაზღვევა. სხვადასხვა ადგილას თავდაცით ნაგებობებთან ერთად დგას საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, არის წყალსაცავიც. ისტორიულ წყაროებში ბირთვისი იხსენიება  XI საუკუნიიდან. ციხის ნანგრევებს შორის არის როგორც განვითარებული ფეოდალიზმის (XI- XIII სს), ისე გვიან ფეოდალური ხანის ნაგებობები (XVI-XVIII სს). თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა და XVIII საუკუნის ბოლომდე მტკიცეთ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. 

среда, 16 января 2013 г.

თეთრი-წყარო - წალკა

თეთრი-წყარო - წალკა






თეთრიწყარო - წალკის მონაკვეთზე რეაბილიტაცია უტარდება 49.7 კმ სიგრძის 

ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყობა 37.6 კმ ლიანდაგი, ახალი 

რ-65 ტიპის რელსებითა და რკ/ბ შპლებით.



ამ უბანზე მოეწყობა ასაქცევი ჭივჭავი, რომლის სიგრძეა 3.7 კმ ლიანდაგი. ახალი რ-65 

ტიპის რელსებითა და ხის შპლებით. მოეწყობა რგოლური ლიანდაგი 12.1კმ.



თეთრიწყარო - წალკის უბანზე არსებული 114 ხელოვნური ნაგებობიდან 


რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უტარდება 103 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდება ახალი: 

3 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი, 1 ხიდი, 1 

მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობა.


3 გზაგამტარის მშენებლობა იწარმოებს უახლესი ტექნოლოგიებით. გზაგამტარები 

აიგება გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.

მანგლისისა და წალკის ეპარქია



(ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები)

მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ჯაფარიძე)
დაბ. - 20.08.1949. ტყიბული;
1974 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1980 - მცხეთის სემინარია;
14.02.1979 - ბერად აღკვეცა;
09.05.1979 - დიაკონი;
27.09.1979 - მღვდელი;
70.03.1981 - არქიმანდრიტი;
15.03.1981 - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი;
29.06.1981 - მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი;
1983-1992 - ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი;
1988-1992 - საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე;
1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
1992-1996 - მანგლისის ეპისკოპოსი; 1996 - მთავარეპისკოპოსი;
2002 - მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკისა;
1999 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი;
2001 - გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
2002 - თეოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში;
2003 წ. 11 აპრილი - პროფესორი;
2005 - რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი;
2005 - ქართული ენის დიალექტიკის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
  • პროფესორები: ივანე გორგიძე, შალვა ნაჭყებია, რაფიელ ჩიქოვანი, გურამ ჯავახაძე - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
  • პროფ. გიული ალასანია - მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის „საქართველოს ეკლესიის ისტორია შუა საუკუნეებში (XII-XVIII სს)“
  • პროფ. ბონდო არველაძე - მიტროპოლიტის, პროფ. ანანია ჯაფარიძის „საქართველოს საეკლესიო კრებები“ (ტ. I, ტ. II, ტ. III, თბ., 2003) და ქართული ეკლესიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი
  • პროფ. ზაზა აბაშიძე - სამაგიდო წიგნი ეკლესიის ისტორიაში
  • პროფ. ვახტანგ გურული - მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის „საქართველოს საეკლესიო კრებები“
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის 5 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები
  • საეკლესიო ცხოვრება - სიტყვა, წარმოთქმული ახალციხის ეკლესიაში 1981 წლის სექტემბერში წმიდა მარინეს ტაძარში
  • პირველი წირვა უდეს ტაძარში
  • პირველი წირვა საფარაში
  • პირველი წირვა კიმოთესუბანში
  • ეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის ქადაგება ახალციხის სასულიერო სასწავლებლის გახსნისას
  • ეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის ქადაგება უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში
  • მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის სიტყვა წარმოთქმული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის დაფუძნებისას

მანგლისისა და წალკის ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამღვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრიწყაროს (ძვ. გარისი), წალკის (ძვ. ეძინი) რაიონები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, დასავლეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, ჩრდილოეთიდან სამთავისის და გორის, სამხრეთიდან ბოლნისისა და დმანისის, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიები. ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ ეპარქიათაგან მანგლისი მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის შემდეგ სახელდება, რაც მისი დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. საეკლესიო კუთხით მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები განაპირობებდა.
მანგლისის საკათედრო ტაძარი
ეპარქიის საკათედრო ტაძარი VI ს-ში იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ მცხეთის ჯვართან ერთად სახელდება და მის მოსალოცად საქართველოს საზღვრებს გარედან, კერძოდ, სომხეთიდანაც დადიოდნენ.
ამჟამად ეპარქია მანგლისის ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოსთან ერთად წალკის კათედრის ტერიტორიასაც აერთიანებს. ვახუშტის ცნობით, მდინარე ქციის კიდეზე „არს ეკლესია გუმბათოვანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა“. თუმცა წალკის განქალაქება და მისი სახელობის საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბება მოგვიანებით მოხდა.
ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უღვაწია. მრავალთაგან დიდგორის ომის - „ძლევაჲ საკვირველის“ გმირთა გახსენებაც კმარა, ასევე თეოდორე მღვდლისა, რომელიც „არა იქმნა განმცემელი მეფისა და ქვეყანისა... ამისთვის მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა“. საქართველოს ეკლესიის წმინდანია XVIII ს-ში მოღვაწე მანგლელი მღვდელმთავარი იოანე.
1917 წ. სექტემბერში აღდგა უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილი სამღვდელმთავრო კათედრა. მანგლისისა და წალკის საეპისკოპოსი ორ ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოს - მანგლისსა და წალკას აერთიანებს, და ორივე მათგანის ტერიტორიას მოიცავს.
ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს ქართულ საქრისტიანო კუთხეში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია.
1992 წლიდან მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე.
მოქმედი ეკლესიები:
  1. წალკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (მღვდელი ავთანდილ გულაშვილი)
  2. წალკის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია (მღვდელმონაზონი მოსე)
  3. ავრანლოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (მღვდელმონაზონი მირიანი)
  4. თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია (მღვდელი გაბრიელ მურვანიძე)
  5. ასურეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია (მღვდელი ავთანდილ დევსურაშვილი)
  6. კოდის წმ. ნინოს ეკლესია (მღვდელი გიორგი ბაღიაური)
  7. მანგლისის მიძინების ეკლესია (დეკანოზი გიორგი მალხაზიშვილი)
  8. ახალსოფლის წმ. გიორგის ეკლესია (მღვდელი სამოელ ზვიადაური)
მონასტრები:
  1. ოლიანგის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი (არიქმანდრიტი დოროთე)
  2. ოლიანგის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი (არქიმანდრიტი დოროთე)
  3. წალკის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (მონაზონი მარიონელა)
ინფორმაციის წყარო: Orthodoxy

вторник, 15 января 2013 г.


მუზეუმები

                                                                                                  მუზეუმები ინახავენ ხსოვნას    და  ჰყვებიან ისტორიებს...


თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
მუზეუმის მისამართი: თეთრიწყაროთამარ მეფის . 4ტელეფონი: (+995 77) 95 39 55მუზეუმის დაფუძნების  თარიღი: 1965   წელი;მუზეუმის იურიდიული სტატუსი:  ააიპ (თეთრიწყაროს კულტურისცენტრი)მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული;ექსპონატების რაოდენობა: 10380 ექსპონატი;თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის უფრო ახლოს გაცნობისათვის ჩვენგთავაზობთდაათვალიეროთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთცოდნეობისმუზეუმი.     იგი დაარსდა 1965 წელსმუზეუმის თვის ექსპონატებს აგროვებდა მთელითეთრიწყაროს მოსახლეობა,  განსაკუთრებით №2 სკოლის ბავშვებმანორჩიმხარეთცოდნეები აგროვებდნენ მასალას ექსპედიციებშიარქეოლოგიურგათხრების დროსძალიან ბევრი ექსპონატი შემოვიდა ჩატარებულ 60 - ანწლებში არქეოლოგიურ გათხრების დროსსამშვილდეს და აბელიანის.წინწყაროს და კოდას). უამრავი მასალა შემოვიდა მუზეუმშიროცა დაიწყესახალისტადიონის მშენებლობააქ აღმოაჩინეს დიდი ზომის ქვევრები და სხვაუამრავი ექსპონატებიამ ჟამად მუზეუმში ინახება 10380 ექსპონატი.
 
 აქ დაათვალიერებთ და გაეცნობით  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ  მასალებს.
 
 ძველი ქვის ხანიდან მოყოლებულ კულტურისა და ისტორიის ამსახველმასალებს.მასალის დიდი ნაწილი განეკუთვნება ბრინძაოს პერიოდსძალიან ბევრიასაბრძოლო და შრომის იარაღებიცხენის ლაგამიბრინჯაოს ჭვირულიასტრალულიბალთებიქალის სამკაულები.  სარდიონისფირუზსა და მინის მძივები;რკინის ხანის ცულის პირებისაბრძოლო იარაღებიოთხთვალა საბრძოლოეტლი,თიხის სხვადასხვა ზომისშეფერილობისა და მოხატულობის საოჯახოჭურჭელი.მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვეფერწერისგრაფიკისქანდაკებისნიმუშებისხავდასხვა პერიოდის ეთნოგრაფიული მასალა.მუზეუმის მუშაობის განრიგი:  ყოველდღე,  შაბათ-კვირის  გარდა, 10 სთ-დან18 სმდემუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასიუფროსებისათვის: 1 ბავშვებისადასტუდენტებისათვის : 0.50 უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვებისოციალურად დაუცველიმოზარდები, ICOM-ის წევრებისაქართველოს და უცხოეთის ქვეყნებისმუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდებიიძულებითგადაადგილებული პირები.მუზეუმის ფართობი: 1115 კვ/მუდმივი ექსპოზიცია:  811 კვ/მსაცავები:  304 კვ/დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 350
 ჩვენი სკოლის ეთნოგრაფიული მუზეუმი
  2009 წელს ჩვენ ქ. თეთრიწყაროს 2 სკოლაში დაარსდა  ეთნოგრაფიური მუსეუმი. ჩვენთან მუზეუმში არის შეკრებილი ძალიან საინტერესო მასალა.მართალია, აქ ინახება მხოლოდ 200დე ექსპონატი, მაგრამ   თქვენ აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ბევრი საინტერესო მასალა: , მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლების


ინფორმაციის წყარო: datetri

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი



სამკურნალო დაწესებულებები თეთრიწყარო მუნიციპალიტეტის 
ასურეთის საექიმო ამბულატორია

ლიცენზია: ა დ ბ 00751
მისამართი თეთრიწყაროს მუნ-ი, დაბა ასურეთი
ტელეფონი 983273
ბორბალოს საექიმო ამბულატორია

ლიცენზია: ა დ ბ 00544
მისამართი თეთრიწყაროს , მუნ-ი სოფ. ბორბალო
გოლთეთის საექიმო ამბულატორია
ლიცენზია: ა დ ბ 01171
მისამართი თეთრიწყაროს რ-ნი, სოფ. გოლთეთი
თეთრიწყარო შპს რაიონული საავადმყოფო

ლიცენზია: ა გ ბ 00454
მისამართი თეთრიწყარო, ფარნავაზის ქ.3
"თეთრიწყაროს რაიონული პოლიკლინიკა"

ლიცენზია: ა ე ბ 00345
მისამართი თეთრიწყარო, ფარნავაზის ქ.5
"მკურნალი"

საექიმო ამბულატორია
ლიცენზია: ა დ ბ 00782
მისამართი თეთრიწყაროს მუნ-ი სოფ.კოდა, სოფ.ვაშლოვანი

სამშობიარო სახლი
ლიცენზია: ა ი ბ 01450
მისამართი თეთრიწყარო, ფარნავაზის ქ.5 


ინფორმაციის წყარო: datetri